ჩრდილოეთ ირლანდიაში, Game of Thrones-ის ფინალური, მერვე სეზონის გადაღებები დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფინალური სცენები მეფის მიწაზე - King's Landing ვითარდება.
მანამ კი უნდა დაველოდოთ 2019 წელს, რადგან HBO-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ Game of Thrones-ის ფინალური, მერვე სეზონი 2019 წლამდე არ გამოვა. Game of Thrones-ის პირველი სერია 2011 წლის, 17 აპრილს გამოვიდა. მის ფინალურ სეზონს 2019 წლის, აპრილში იხილავთ.
ვიცით ისიც, რომ Game of Thrones-ის ფინალური სეზონში რამდენიმე მთავარი პერსონაჟი კვდება.
ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში, Game of Thrones-ის ფინალური სეზონის გადაღებებიდან პირველი კადრებიც გავრცელდა.კადრებზე ჩვენი საყვარელი უინთერფელი, სტარკების ციხესიმაგრე ცეცხლის ალშია გახვეული!
მე-7 სეზონში უინტერფელში დავტოვეთ სანსა, არია და ბრანი. იმედია, სტარკების ამოხოცვის მორიგი სერია არ გველის წინ.
სერიალის შემქმნელების თქმით, ფინალური, მე-8 სეზონი, რომელშიც 6 სერიაა, სავარაუდოდ, ყველაზე რეიტინგული იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






