ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს კარგი შედეგი აქვს - იენს სტოლტენბერგი
პოლიტიკა - 17:55, 10 Jul, 2018     1058

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ სამიტზე, რომელიც 11 ივლისს, ბრიუსელში იწყება, ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები აღიარებენ პროგრესს, რომელსაც საქართველო აღწევს რეფორმების განხორციელების და თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" იტყობინება.


„ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას და ჩვენ ასევე მადლიერი ვართ იმისათვის, რომ საქართველო განაგრძობს ნატოს მისიებისა და ოპერაციების მხარდაჭერას, განსაკუთრებით - ავღანეთში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს კარგი შედეგი აქვს. არ შემიძლია მოგცეთ კონკრეტული გრაფიკი, მაგრამ მონტენეგრო უკვე გაწევრიანდა ნატოში; ხოლო ხვალ, დიდი ალბათობით შევძლებთ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკას, მაკედონიას შევთავაზოთ გაწევრიანების შესახებ დიალოგის დაწყება. ეს აჩვენებს, რომ ნატოს კარი ღიაა“ - განაცხადა 10 ივლისს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, ნატო გააგრძელებს გაწევრიანების გზაზე საქართველოს დახმარებას. „ჩვენ ასევე მოველით, რომ სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები შეთანხმდებიან, რომ კვლავ ძალაშია 2008 წელს ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი“ - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42