თბილისის მერიაში ტაქსების კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 17:50, 10 Jul, 2018     932
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე მაია ბითაძე ტაქსების კომპანიების წარმომადგენლებსა და სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მოქალაქეთა მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით გადაყვანის ნებართვის მიღებასა და მასთან დაკავშირებულ პროცედურებზე იმსჯელეს. ასევე, ისაუბრეს იმ ნორმებთან დაკავშირებით, რომელთა დაკმაყოფილებაც მძღოლებს ტაქსით მომსახურების სერვისის ფარგლებში, პირველ და მეორე ეტაპზე მოუწევთ.

კერძოდ, მაია ბითაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე, მძღოლებისთვის რეგისტრაციის ნებართვის აღება და ავტომანქანაზე ტაქსის ყვითელი მანიშნებლის განთავსება სავალდებულო იქნება. ნებართვის ასაღებად კი, ფიზიკურმა პირმა განცხადება ელექტრონული ფორმით უნდა შეავსოს.

„ნებართვის საფასური, მას შემდეგ, რაც საკრებულო დაამტკიცებს, ჰიბრიდული ავტომობილებისთვის 50 ლარი, ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100 ლარი, ხოლო ელექტრონული ავტომობილებისთვის უფასო იქნება. ადამიანებს, რომელთაც სურთ ნებართვა აიღონ, შესაბამის ელექტრონულ პორტალზე უნდა დარეგისტრირდნენ, რომელიც ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მათ ორთვიანი წინასწარი ვადა ექნებათ, რომ შესაბამისი ნებართვა აიღონ. მისი მიღების შემდეგ კი, ნებართვა, სადაც მათ შესახებ ინფორმაცია იქნება დატანილი, მუდმივად თან უნდა იქონიონ. ასევე, სავალდებულო იქნება მანქანის სახურავზე ტაქსის მანიშნებელი ყვითელი მანათობელი ნიშნის განთავსება. სხვა შემთხვევაში, მომსახურება უნებართვო საქმიანობად ჩაითვლება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპზე გარკვეული მოთხოვნები დაწესდება. კერძოდ, არის თუ არა მათი ავტომობილები 2019 წლის მოთხოვნებთან შესაბამისობაში, მძღოლებს რეგისტრაციის პირველივე ეტაპზე ეცნობებათ.

„მეორე ეტაპისთვის ჩვენ უკვე განსაზღვრული გვაქვს მინიმალური მოთხოვნები, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში კიდევ დაიხვეწება და დამატებით გასაჯაროვდება. მეორე ეტაპისთვის საუბარი იქნება მანქანის ერთიან ვიზუალზე, ფერზე, რაც 2019 წლიდან შევა ძალაში. ასევე, გარკვეული მოთხოვნები იქნება მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე და ავტომანქანებზე მათი კარების რაოდენობის მიხედვით“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.

დოკუმენტი დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად, მომავალ კვირას გადაეგზავნება. ნებართვის მისაღებად შექმნილი ელექტრონული პორტალი მას შემდეგ ამოქმედდება, რაც საკრებულო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. მძღოლებს კი, მომსახურების მისაღებად თვენახევრიდან ორ თვემდე ვადა მიეცემათ.

ელექტრონული პორტალის გარდა, მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას გამგეობებში სპეციალურად გამოყოფილი თანამშრომლებიც გაუწევენ. 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან, შესაბამისი ნებართვის გარეშე ტაქსით გადაყვანის მომსახურების განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პასუხისმგებლობას გამოიწვევს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42