თიბისის შექმნილ პირველ ქართულ ჩათ ბოტს ახალი ფუნქციები დაემატა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:42, 10 Jul, 2018     1533

თი ბოტი მესენჯერ აპლიკაციაში თიბისის ჩატ ბოტია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საბანკო ოპერაციების შესრულება (თანხის გადარიცხვა, ბალანსის შემოწმება, მობილური ბალანსის შევსება), ინფორმაციის მიღება (დაგეგმილი ივენთების, ახლომდებარე ბანკომატების, ამინდის შესახებ) და TKT.GE-დან ბილეთების შეძენა.

ახლა თი ბოტს ინოვაციური ფუნქციები - ხმოვანი შეტყობინება და თი ტრანსფერი დაემატა:

თის ახალი შესაძლებლობის გამოყენებით მომხმარებელი ზემოთხსენებული აქტივობების შესრულებას უკვე ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნითაც შეძლებს. თი ბოტი იგებს ხმოვანი შეტყობინებით მიღებულ დავალებებს და შესაბამისად, რეაგირებს მასზე.

ბოტის ახალი ფუნქციის გამოყენებისთვის მომხმარებელმა თი ბოტთან ჩათში უნდა დააჭიროს მიკროფონის ნიშანს და ხმოვანი ბრძანების სახით სთხოვოს თის სასურველი ოპერაციის შესრულება. მაგალითად "გადარიცხე გიორგისთან 5 ლარი", „დღეს რა ამინდია თი", „ნახე რამდენი მაქვს ბალანსი" ანგარიშზე, მობილურზე მინდა ფულის ჩარიცხვა. თი ბოტს ესმის ეს ხმოვანი ბრძანებები და პასუხებს წერილობით რეჟიმში აბრუნებს.

თი ტრანსფერის საშუალებით მომხმარებელი თანხის გადარიცხვა მეგობართან საუბრის დროს მესენჯერის აპლიკაციიდან გაუსვლელად შეიძლება.

გადარიცხვის შესასრულებლად საჭიროა:

შეხვიდეთ მესენეჯრის აპლიკაციაში იმ მეგობართან სასაუბროში, რომელთანაც გსურთ თანხის გადარიცხვა;

დააჭიროთ „+" ღილაკს და აირჩიოთ თი ბოტი (extension-ების მენიუდან);

მიუთოთოთ სასურველი ანგარიში და გადასარიცხი თანხა;

დაადასტუროთ გადარიცხვა;

მეგობარი თანხის ჩარიცხვის შესახებ შეტყობინებას მესენეჯრის საასუბროშივე მიიღებს.

„მიიღე თანხის" დაჭერის შემდეგ კი თანხა ჩაირიცხება მითითებულ ანგარიშზე;

ტექნოლოგიური სიახლე თიბისის მულტიჩენელის განვითარების განყოფილების უფროსმა ზვიად წოწკოლაურმა 9 ივლისს ფაბრიკაში წარადგინა. თიბისის თი ბოტი პირველი ქართულად მოსაუბრე ჩეტ ბოტია და ის კომპანია Pulsar AI -სთან კოლაბორაციით შეიქმნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42