საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსების თემაზე კორპორატიული კლიენტებისთვის ვინსენტ ო’ბრაიენის ტრენინგი გამართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:17, 10 Jul, 2018     1312

მთელი საქართველოს ბანკმა, წამყვანმა ბანკმა, კორპორატიული და SME-ს კლიენტებისთვის ვაჭრობის და საქონლის მიწოდების დაფინანსების ჯაჭვის (Trade & Supply Chain Finance) თემატიკაზე სემინარი გამართა. სემინარს უძღვებოდა საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საბანკო კომისიის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ვინსენტ ო’ბრაიენი, რომელიც ვაჭრობის დაფინანსების ტექნიკურ მხარდაჭერას უწევდა 100-ზე მეტ ქვეყანას მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის, მას 20 წელზე მეტი ხანია საქართველოსთან აკავშირებს ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით თანამშრომლობა. ვინსენტ ო’ბრაიენი ახლახანს დაინიშნა საერთაშორისო საბანკო სამართლისა და პრაქტიკის ინსტიტუტის ასოცირებულ დირექტორად (IIBLP).

სემინარის თემას წარმოადგენდა ვაჭრობის და საქონლის მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების საშუალებები და პროდუქტები, რასაც საქართველოს ბანკი სთავაზობს მომხმარებელს. ღონისძიების ძირითადი აქცენტები გაკეთდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის მათი შესაძლებლობების მაქსიმალურ შეცნობასა და ათვისებაზე. ასევე, ვაჭრობასთან ასოცირებული რისკების მართვაზე. შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი საკითხები როგორიცაა: გადახდის სხვადასხვა მეთოდები, საკრედიტო დოკუმენტბრუნვა, სავაჭრო მიწოდების პირობები. ასევე, კონკრეტული პროდუქტები: საერთაშორისო გარანტიები, დოკუმენტალური აკრედიტივები, სტენდბაი აკრედიტივები, ფაქტორინგული ოპერაციები, კომპანიებისა და ბანკების ვაჭრობის დაფინანსების ექსპერტების გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის საკითხები, თემატური ქეისები.

საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებულ სემინარს 40-ზე მეტი კორპორატიული და SME-ს კლიენტი ესწრებოდა. თოთოეულ მონაწილეს შემეცნებითი სემინარის დასრულების შემდეგ გადაეცა სერტიფიკატი.

საქართველოს ბანკი წლებია წარმატებით მუშაობს ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) საქართველოს ბანკი ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2017 წლის საუკეთესო პარტნიორ ბანკად აღიარა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42