ტომ ჰენკსი განსაკუთრებულად უყვართ ჰოლივუდში. უშუალოა ფანებთან ურთიერთობაშიც და ხშირად ახარებს მათ.
გაციხსენოთ რამდენიმე შემთხვევა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რატომ გვიყვარს ასე ძალიან.
მსახიობმა, ოქროს გლობუსის რიგით 75-ე დაჯილდოებაზე, მიმტანის როლი მოირგო და კოლეგებს შამპანურით გაუმასპინძლდა. ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა.


ჰოლივუდის მსახიობმა ტომ ჰენქსმა ამერიკელ წყვილს ნამდვილი ფოტობომბი მოუწყო.
ნიუ იორკში, ცენტრალურ პარკში სეირნობისას ჰენქსი საქორწილო ფოტოსესიას შეესწრო.
„გამარჯობა , მე ტომ ჰენქსი ვარ - თქვა მან, შემდეგ კი ტელეფონი მოიმარჯვა და ჩვენთან სელფი გადაიღო“ - წერს გარდიანი წყვილზე დაყრდნობით.
მოგვიანებით ფოტოები ინსტაგრამზე თავად მსახიობმაც განათავსა და წყვილს ბედნეირება უსურვა.


კანადელმა გოგონამ ზენა გოპალმა და მისმა მეგობრებმა ნიძლავი დადეს, ვინ მოახერხებდა ცნობილ ადამიანთან ფოტოს გადაღებას, ასეთ ადამიანად კი ტომ ჰენკსი შეირჩა. შედეგით, როგორც თავად ზენა, ასე მისი მეგობრებიც გაოცებულები დარჩნენ.
ზენა გოპალმა ცნობილ მსახიობ ტომ ჰენკს საკუთარი ფოტო გაუგზავნა და სთხოვა, რომ სელფი მის ფოტოსთან ერთად გადაეღო. მისდა გასაკვირად ჰენკსი მის თხოვნას 3 კვირაში გამოეხმაურა და გოგონას ფოსტით კონვერტი გამოუგზავნა, რომელშიც სწორედ ზენას ფოტოსთან ერთად გადაღებული სელფი იდო. ფოტოსურათს თან წერილიც ახლდა სადაც ტომ ჰენქსი ბოდიშს იხდიდა იმისთვის, რომ ფოტოზე წვერითაა, მისი თქმით ეს იმიჯი მას ახალი ფილმისთვის სჭირდებოდა. ამასთანავე ჰენკსმა ზენას მშობლიური ქალაქი ტორონტოც შეაქო და მას უმაგრესი ქალაქი უწოდა.

ტეხასის წიგნის ფესტივალზე საკუთარი წიგნის პრეზენტაციისას ამერიკელი მსახიობი ტომ ჰენქსი დამსწრე მამაკაცს საყვარელი ქალისთვის ხელის თხოვნაში დაეხმარა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
მამაკაცმა, სახელად რაიან მაკფერლინგმა, გადაწყვიტა თავისი რჩეულისტვის სიურპრიზი მოეწყო და დახმარებისთვის ტომ ჰენკს მიმართა. კინომსახიობი აუდიტორიის კითხვებს პასიხობდა, როდესაც განაცხადა, რომ მას მობეზრდა კითხვებზე პასუხის გაცემა და თაად სურს კითხვის დასმა. მან აიღო ფირცელი და მაკფერლინგის სახელით დარბაზში დამსწრე ნიკი იანგს ჰკითხა, თანახმა იყო თუ არა რომ ცოლად გაჰყოლოდა. ქალი სიურპრიზმა აატირა, მან შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა, ტომ ჰენქსმა წყვილს ბედნიერება უსურვა.

მასალის გამოყენების პირობები






