სამეფო ოჯახმა პრინცი ლუისი მონათლა.
სამეფო ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრის ნათლობა წმინდა ჯეიმსის სახელობის ეკლესიაში შედგა. მას 6 ნათლია ჰყავს, ისინი პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის მეგობრები არიან.
ცერემონიას სამეფო ოჯახის მხოლოდ ძალიან ახლობლები ესწრებოდნენ. ყველაზე საინტერესო სტუმრები პატარა ლუისის უფროსი და-ძმა 4 წლის ჯორჯი და 3 წლის შარლოტა იყვნენ. ცერემონიას ესწრებოდნენ სასექსის ჰერცოგი პრინცი უილიამი და ჰერცოგინია მეგან მარკლიც.









პრინცს, რომელიც 23 აპრილს დაიბადა, სახელი ბაბუის , პრინცი ჩარლზის და დიდი ბაბუის ფილიპის ბიძის ლუის მაუნტბეტენის პატივსაცემად დაარქვეს , რომელიც 1979 წელს ირლანდიაში PIRA-ს ტერორისტებმა მოკლეს.
პრინცი ლუის არტურ ჩარლზი კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მესამე შვილია, პრინცი ჯორჯისა და პრინცესა შარლოტას უმცროსი ძმა, გაერთიანებული სამეფოს დედოფლის და ედინბურგის ჰერცოგის მეექვსე შვილთაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






