“ცოტაც მოიცადეთ, რაღაც უნდა გითხრათ, მაგრამ სიტყვები სწრაფად მოძრაობს და უბრალოდ, ჰეილი მე შენში ყველაფერი მიყვარს. გპირდები, ღვთის წყალობით, ჩვენი ოჯახი პატივისცემით და ერთიანობით იქნება სასვე, ყველა გადაწყვეტილება და ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ. ჩემი გული მთლიანად შენი და შენ ყოველთვის პირველი იქნები ჩემთვის. შენ ჩემი ცხოვრების სიყვარული ხარ და არ მსურს, ცხოვრება ვინმე სხვასთან გავატარო. შენ მე უკეთესს მხდი. მოუთმენლად ველი ჩემი ცხოვრების საუკეთესო ეტაპს. სასაცილოა, მაგრამ ახლა, შენთან ერთად , ყველაფერს აქვს აზრი. ყველაზე მეტად აღტაცებული ვარ იმით, რომ ჩემი პატარა და და ძმა კიდევ ერთ ჯანსაღ, სტაბილურ ქორწინებას ნახავენ.
ნამდვილად ღვთაებრივია, ჩვენ დავინიშნეთ მე-7 თვის 7 რიცხვში, 7 - სულიერი სრულყოფილების რიცხვია. ეს სიმართლეა, დაგუგლეთ. თუმცა, მე ეს დაგეგმილი არ მქონდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი მომავალი დაცულია. 70 წლის ასაკში უკეთესები ვიქნებით! „ის ვინც ცოლს იპოვის, იპოვის კარგ რამეს და მიიღებს ღვთისგან წყალობას! ეს წელი წყალობის წელია“ - წერს ბიბერი.


ჰეილი და ჯასტინი 2016 წელს ხვდებოდნენ ერთმანეთს. 2017 წლის ბოლოს ჯასტინი სელენა გომეზს შეურიგდა. სელენა და ჯასტინ ბიბერი ერთმანეთს ოთხი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ, თუმცა ერთმანეთს ხშირად შორდებოდნენ. 2016 წელს კი ცნობილი გახდა, რომ სელენა კანადელ მომღერალს აბელს იგივე The Weeknd -ს ხვდებოდა. თუმცა, 2017 წმ წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ სელენა და აბელი დაშორდნენ, მალევე სელენა და ჯასტინი ერთად დააფიქსირეს. 2018 წლის მარტში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სელენა და ჯასტინი კვლავ დაშორდნენ. ივნისში კი პრესაში ჯასტინისა და ჰეილის ფოტოები გავრცელდა.
მასალის გამოყენების პირობები






