ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო
პოლიტიკა - 20:24, 09 Jul, 2018     974

პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის პროექტი - „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ" წარადგინა. დოკუმენტი კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, 45 მომხრე-2 ის წინააღმდეგ იქნა მიღებული. ასამბლეა რეზოლუციის პროექტს პლენარულ სხდომაზე განიხილავს და მისი საბოლოო დამტკიცების თაობაზე, გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ევროპაში განვითარებულ კონფლიქტებს ბევრი საერთო აქვთ, მითუმეტეს როცა ეს რუსეთის ფედერაციის მეზობლობას და ტერიტორიული მთლიანობის რღვევას შეეხება. საქართველოს მიმართებაში რუსეთის განგრძობითი აგრესიის ფონზე, საფრთხის წინაშე დგას არა მარტო საქართველო და რუსეთის სამეზობლო, არამედ მთელი ევროპის სტრატეგიული ხედვა და მშვიდობა. ჩვენ რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს ვპასუხობთ ახალი ინიციატივით - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ!" - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

რუსეთის აგრესიული პოლიტიკა გააკრიტიკეს და რეზოლუციის პროექტის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს უკრაინის, დიდი ბრიტანეთის და საქართველოს დელეგაციის წევრებმა. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის მიღების წინააღმდეგ ხმა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის დელეგაციამ მისცა.

„ძალიან კარგი პრეცენდენტია, როცა კომიტეტში ასეთი მხარდაჭერაა. პლენარულ სხდომაზე ალბათ იქნება წინააღმდეგობა, მაგრამ ეს რეზოლუცია მიღებული იქნება, იმიტომ, რომ ეს არის მართალი, საფუძვლიანი და აბსოლუტურად შეესაბამება იმ რეალობას, რაც არის", - აღნიშნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42