გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ანკარას ეწვია
პოლიტიკა - 19:56, 09 Jul, 2018     982
საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ანკარაში დახვედრის ცერემონიით დაიწყო. აეროპორტში ქართულ დელეგაციას სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი, ანკარის გუბერნატორი, მერი და გარნიზონის ხელმძღვანელი დახვდა.


გიორგი მარგველაშვილი ანკარას თურქი კოლეგის მიწვევით სტუმრობს. საქართველოს პრეზიდენტი და ქართული დელეგაციის წარმომადგენლები 21 ქვეყნის სახელმწიფო მეთაურებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ რეჯეფ თაიფ ერდოღანისინაუგურაციისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაში.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერ თურქეთისპრეზიდენტთან კომუნიკაცია ნატო-ს სამიტის წინ.

"დღეს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს თურქეთში თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. საქართველოს პრეზიდენტს საშუალება ექნება ასევე ჰქონდეს კომუნიკაცია არაერთი ქვეყნისხელმძღვანელთან, რომელიც ასევე მონაწილეობენ ინაუგურაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. თურქეთი არის და რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორად, თურქეთი არის ძალიან დიდი მხარდამჭერი საქართველოს ნატოშიინტეგრაციის და მათ შორის ნატოს სამიტის წინ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღეს საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს თურქეთში," - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ანკარაში პრეზიდენტის ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გიორგი მარგველაშვილს და სახელმწიფო დელეგაციების მეთაურებს ოფიციალურ სადილზეუმასპინძლებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიისუფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი კოპლატაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42