"ეს ციხიდან არ უნდა გამოვიდეს, იქიდან რომ გამოვა, გარანტია არ მექნება რომ შურს არ იძიებს და ჩემ შვილებს არ დახოცავს, თუ მე ვერ დავასწარი მკვლელობა. ეს ციხეში უნდა ჩალპეს!", - აცხადებს ნაცვლიშვილი.
მამუკა ნაცვლიშვილის განცხადებით, ნაცვლიშვილები გრიგალაშვილებთან მეგობრობდნენ.
მოკლულის მამამ მოსამართლესთან გაიხსენა, თუ როგორ ეძებდა გრიგალაშვილი ანა ნაცვლიშვილს.
"დილის 8-ის ნახევარზე მეუღლემ გამაღვიძა ანა სახლში არ არისო, უცებ ვიფიქრე გაიპარა, ამას (ბრალდებულს) გაყვა ცოლა-მეთქი. მეუღელმ მითხრა არა, ისიც აქაა, ანერვიულებული ეძებსო...
ბრალდებული გაპრანჭული დამხვდა, მე ნერვიულობისგან პირიც ვერ დავიბანე. ჯერ არაფერი ეტყობოდა, ირონიულად იყურებოდა, ხელთათმანიანი ხელი ჩამოამრთვა.
5 საათამდე ვემესიჯებოდი, პასუხი რომ არ გამცა, ვინერვიულეო....
ჩემი კორპუსის წინ გზა ქალაქისკენ გადის, ზღვით წავიდეთო, მითხრა ბრალდებულმა. იმ გზით რომ ჩავსულიყავი სადაც ჩემი შვილის გვამი იპოვეს, შეიძლება ცხედარი არ დამენახა, მაგრამ ხალხის ჩოჩქოლს ვნახავდი, ამიტომ ზღვით წამიყვანა.
აქ სადმე კამერები იქნება, ვნახოთ-მეთქი ვუთხარი ბრალდებულს. კამერები არ მუშაობსო მითხრა, ამ წვრილმანებზე მერე გავამახვილე ყურადღება.
როგორ იქცეოდა იცით? სხვის დასანახავად ძალიან ნერვიულობდა...მატარა მთელი ქალაქი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გამაბითურა, რომ ალიბი შეექმნა", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






