"საგადასახადო რეჟიმი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მცირე და საშუალო მეწარმეებს, უპრეცედენტოა" - გიორგი ჩერქეზიშვილი
პოლიტიკა - 15:11, 09 Jul, 2018     881

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქუთაისში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი ჩერქეზიშვილის შეხვედრა ადგილობრივ ბიზნესსექტორთან დაბეგვრის ახალი, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შესახებ მთავრობასა და ბიზნესს შორის მიმდინარე ღია დიალოგის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.

მცირე მეწარმეებისთვის დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი 1-ლი ივლისიდან უკვე ძალაშია. მისი ამოქმედების პირველივე ეტაპზე მთავრობის წევრები მეწარმეებს პირადად ხვდებიან, რათა ყველა შესაძლო კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს. ამასთან, მინისტრები უშუალოდ მეწარმეებისგან იღებენ ინფორმაციას და ისმენენ მათ მოსაზრებებს რეფორმის მიმდინარეობის შესახებ. ქუთაისში მიმდინარე შეხვედრაში 200-მდე ბიზნესმენმა მიიღო მონაწილეობა - მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა მთელი დასავლეთ საქართველოდან.

„ეს არის უპრეცედენტო საგადასახადო რეჟიმი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რათა მათ უფრო მეტი ინიციატივა გამოიჩინონ ბიზნესის განვითარებისთვის", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას. გიორგი ჩერქეზიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება მთავრობის პრიორიტეტია. „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვახორციელებთ სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო პროგრამებს, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან და გვაქვს ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი, მათ შორის მიმდინარე. მოხარული ვარ, რომ დღეს შევხვდით ამ პროგრამების ბენეფიციარებს, რომლებთანაც ვიმსჯელეთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ განვითარდეს აღნიშნული პროგრამები" - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

მასშტაბური საგადასახადო ცვლილება 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება. ახალი საგადასახადო რეჟიმი, ერთის მხრივ, აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს მცირე ბიზნესისთვის,ხოლო მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს მეწარმეებისთვის გამარტივებული საგადასახადო აღრიცხვის მეშვეობით, მინიმუმამდე შემცირდეს საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯები.

საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს,რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარამდე იქნება, ნაცვლად მანამდე არსებული 100 000 ლარისა. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1%-იანი განაკვეთით ნაცვლად 5%-ისა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42