საზღვაო სწავლება „Sea Breeze 2018“ოფიციალურად გაიხსნა
პოლიტიკა - 15:09, 09 Jul, 2018     883

უკრაინაში მრავალეროვნული საერთაშორისო საზღვაო სწავლება „Sea Breeze 2018“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. აშშ-უკრაინულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი, ასევე, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ. საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან სწავლებაში 50 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.

ქ. ოდესის რეგიონის საზღვაო აკვატორიაში მიმდინარე სწავლებაში საქართველოსთან ერთად მონაწილეობენ: დანიის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთის, თურქეთის, კანადის, ესტონეთის, მოლდავეთის, ლიტვის, ნორვეგიის, შვედეთის, პოლონეთის, რუმინეთის შეიარაღებული ძალების მცურავი საშუალებები, საზღვაო ავიაცია, საბრძოლო მყვინთავები და საზღვაო ქვეითი ქვედანაყოფები.

ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლების მიზანს საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე, შავი ზღვის აუზისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება წარმოადგენს. ქართველი ოფიცრები, უცხოელ კოლეგებთან ერთად, ოდესის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე მდებარე მრავალეროვნული ადმინისტრაციული შტაბიდან ხმელეთსა და ხომალდებს შორის კოორდინირებას, ძალთა მართვასა და კონტროლს განახორციელებენ.

სწავლების მიმდინარეობის ფარგლებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ცოდნას აიმაღლებენ ოპერაციების მართვისა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობებში, ასევე, მიიღებენ გამოცდილებას როგორც წყალზედა, წყალქვეშა, ნაღმსაწინააღმდეგო, ამფიბიური და ჰაერსაწინააღმდეგო მოქმედებების მიმართულებებით.

უკრაინაში მრავალეროვნული საერთაშორისო საზღვაო სწავლება „Sea Breeze 2018“ 22 ივლისამდე გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42