სოფელ ჭუბერში დაზარალებულთა დასახმარებლად 14 ტონა ტვირთი გაიგზავნა
პოლიტიკა - 14:40, 09 Jul, 2018     993
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობების ინიციატივითა და ორგანიზებით, სოფელ ჭუბერში, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები გაიგზავნა.

ათივე რაიონის გამგეობის თანამშრომლების მიერ შეძენილი პროდუქტები დიდუბის რაიონის გამგეობაში შეგროვდა და მესტიის მუნიციპალიტეტში გაიგზავნა. სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დახმარება რამდენიმე კერძო კომპანიამაც გაუწია.

დიდუბის გამგეობაში, საიდანაც დღეს, 14 ტონა ტვირთი ჭუბერში გაიგზავნა, გამგებლებთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი იმყოფებოდა.

„თბილისის გამგეობების ინიციატივით, ჭუბერში გასაგზავნად, გამგეობის თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით საკვები და საყოფაცხოვრებო ნივთები შეაგროვეს. მიხარია, რომ გამგეობას შემოუერთდა ბიზნესი, მოქალაქეები და საბოლოო ჯამში, პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და მედიკამენტების შთამბეჭდავი რაოდენობა შეგროვდა. ტვირთი ჭუბერში იგზავნება, რათა დაზარალებულებს დავეხმაროთ“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა.

დიდუბის რაიონის გამგებელის, ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, გამგეობის თანამშრომლების ინიციატივას ადგილობრივი მოსახლეობა და რაიონებში არსებული კერძო კომპანიების წარმომადგენლები საკუთარი ინიციატივით შეუერთდნენ.

„ეს გამგეობის თანამშრომლების კეთილი ნებაა, რომელსაც მოსახლეობა და რაიონებში არსებული კერძო ბიზნესები შემოუერთდა. რაც შეეხება პროდუქტებს, შეგროვდა ფქვილი, შაქარი, ბურღულეული და არამალფუჭებადი პროდუქცია. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ბიზნესმენს, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს ამ დახმარებაში. 13 ივნისის სტიქიის დროსაც, ვაკეს და საბურთალოს იგივე ენთუზიაზმით ვეხმარებოდით. ათივე გამგეობა იგივე ენთუზიაზმით ეხმარება ჭუბერში სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

სოფელ ჭუბერში, 5 ივლისს, მდინარე ნენსკრას ადიდებამ მთის ნაწილის ჩამოშლა გამოიწვია. სტიქიის შედეგად, სოფლებთან დამაკავშირებელი გზები დაიტბორა, დაზიანდა ხიდები და საცხოვრებელი სახლები.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ყველა შესაბამისი უწყება და სამსახურია ჩართული. ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტების ჯგუფები. მობილიზებულია ასევე, დამატებითი სამაშველო ჯგუფები და ტექნიკა უახლოესი ლოკაციებიდან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42