ბიზნესმენ გორგოშაძის გატაცების მცდელობა - რა სასჯელი გამოუტანა სასამართლომ ბრალდებულებს
სამართალი - 11:39, 09 Jul, 2018     1563

2018 წლის 9 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა და გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა შპს „გორგიას“ დამფუძნებლის მძევლად ხელში ჩაგდების მომზადების ბრალდების საქმეზე, გურამ დ.-ს, ვასილ ვ.-ს, რამაზ მ.-ს და დავით ფ.-ს მიმართ.

„ბრალდებულებს ბრალად ედებოდათ მძევლად ხელში ჩაგდების მომზადება, იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს მოქმედება, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ანგარებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ბრალდებულებს რამაზ მ.-სა და დავით ფ.-ს, ასევე, ბრალად ედებათ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა შპს „გორგიას“ დამფუძნებლის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და მისგან დიდი ოდენობით თანხის მოთხოვნის მიზნით, იქირავეს გ.გ.-ს მეზობლად საცხოვრებელი ფართი. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უთვალთვალებდნენ მას, სწავლობდნენ გადაადგილების გრაფიკს, აკვირდებოდნენ ოჯახის წევრებს და ელოდებოდნენ ხელსაყრელ შემთხვევას, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელებისათვის საშიში ძალადობით, ასევე ძალადობის გამოყენების მუქარით, გეგმავდნენ მძევლის ხელში ჩაგდებას. მძევლისგან რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის მოთხოვნის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეიძინეს დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთები, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღები, ელექტრო შოკი, მობილური ტელეფონები, პირბადეები და ე.წ პარიკი. 2017 წლის 12 ოქტომბერს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები და აღკვეთეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

ღია სასამართლო სხდომაზე, საქმის არსებითად განხილვისას, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, დაკავებისა და ჩხრეკის ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ოქმებითა და სხვა მტკიცებულებათა შეჯამების შედეგად, მიიჩნია, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მომზადება. ამდენად, წარდგენილი ბრალდება - მძევლად ხელში ჩაგდების მომზადება, გადაკვალიფიცირდა და ბრალდებულები გამტყუნდნენ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მომზადებისათვის. სასამართლომ ასევე, რამაზ მ. და დავით ფ. დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისათვის. ოთხივე ბრალდებულს, სასჯელის სახედ და ზომად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, თითოეულს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42