დღეიდან მოიგეთ ჯეკპოტი სახლიდან გაუსვლელად! "ლოტო 6/36"-ის ინტერნეტ პლატფორმა უკვე ამოქმედდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:13, 09 Jul, 2018     1714
საქართველოს ეროვნული ლატარია ტირაჟიანი ,,ლოტო6/36’’-ის გათამაშებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

დღეიდან ,,ლოტო 6/36’’-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ სახლიდან გაუსვლელად ლოტოს ბილეთი შეიძინონ და მოიგონ უკვე 750 000 ლარი ჯეკპოტი ინტერნეტის საშუალებით. ამისთვის ისინი უნდა დარეგისტრირდნენ საქართველოს ეროვნული ლატარიის ვებგვერდზე www.lotto.ge, გაიარონ რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები და იბრძლონ ჯეკპოტისთვის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ლატარიის ონლიანპალტფორმით სარგებლობა არ შეეძლებათ არასწრულწლოვნებს, რეგისტრაციას და გათამაშებაში მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ 18 წელს მიღწეეული პირები.

იმისთვის, რომ დარეგისტრირდეთ www.lotto.ge-ზე აუცილებელია გაიაროთ შემდეგი პროცედურები:

· რეგისტრაცია შესაძლებელია პირადი ელექტორნული ფოსტის, Faceboიk-ისა და Google-ის პირადი ანგარიშების საშუალებით;

· მომხმარებლის ასაკის დასადგენად მომხმარებელმა მითითებულ მისამართზე უნდა გამოაგზავნოს პირადობის მოწმობის ფოტო, რომლის იდენტიფიკაციის შემდეგ, შესაძლებელი იქნება ბილეთის შეძენა;

· რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელმა უნდა შეავსოს საკუთარი ვირტუალური საფულე;

· ვირტუალური საფულის შევსება შესაძლებელია Visa და Masercard პლასტიკური ბარათებით, TBC Pay-ის აპარატებით და Unipay-ის საშუალებით;

· ბალანსზე მინიმალური შესატანი თანხის ოდენობა 2 ლარი, ხოლო მაქსიმალური 5000 ლარია;

· ბალანსზე თანხის შეტანის შემდეგ ,,ლოტო6/36’’-ის ბილეთის შესაძენად მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველ ციფრებს, რომელთა მონიშვნის შემდეგ, ხდება ბილეთის შეძენა.

შეგახსენებთ, რომ ,,ლოტო 6/36’’-ის თამაშის წესები რჩება უცვლელი, გათამაშება კი გაიმართება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, ,,რუსთავი 2’’-ის პირდაპირ ეთერში, 9 საათიანი კურიერის დაწყების წინ. მოგების შემთხვევაში ინტერნეტმომხმარებელს მოგებული თანხის გადატანა შეუძლია საკუთარ ბარათზე, იმ შემთხვევაში თუ, აღნიშნული ბარათით www.lotto.ge-ზე ერთხელ მაინც აქვს რაიმე სახის ოპერაცია განხორციელებული, ასევე შესაძლებლობა ექნება მოგებული თანხა გაანაღდოს საქართველოს ეროვნული ლატარიის სერვის ცენტრებსა და ,,თიბისი ბანკის’’ ნებისმიერ ფილიალში.

საქართველოს ეროვნული ლატარია უახლოესს მომავალში სხვა პროდუქტების დანერგვას აპირებს, რომლებიც ინტერნეტით იქნება ხელმისაწვდომი და რომელთა საშუალებით კიდევ უფრო გაიზრდება გამარჯვების შანსი.

გახსენებთ-მოგება შეუძლია ყველას! საქართველოს ეროვნული ლატარია გისურვებთ წარმატებებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42