ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ძებნილ პირთა მონაცემთა ბაზასთან ინტეგრირება განხორციელდა
პოლიტიკა - 18:52, 07 Jul, 2018     920

მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტების ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ძებნილ პირთა მონაცემთა ბაზასთან (Nominals) ინტეგრირება განხორციელდა. შესაბამისად, საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტების თანამშრომლებს უკვე აქვთ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ძებნილ პირთა მონაცემთა ბაზის პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა. აქამდე სასაზღვრო გამშვები პუნქტების თანამშრომლებს მხოლოდ ინტერპოლის ხელთ არსებული მოპარული/დაკარგული სამგზავრო დოკუმენტების მონაცემთა სრულ ბაზასთან (SLTD) და ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მოპარულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მონაცემთა ბაზასთან (SMV) ჰქონდათ პირდაპირი წვდომა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში ჩატარდა სემინარი თემაზე - „ინტერპოლის საინფორმაციო ბაზასთან ელექტრონული კავშირის შესახებ“, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყველა სასაზღვრო გამშვების პუნქტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

სემინარს ინტერპოლის გენერალური სამდივნოდან მოწვეული ექსპერტი ბოჟიდარ პოპოვიჩი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი გიორგი მეზვრიშვილი უძღვებოდნენ.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42