"სამწუხაროდ, იმ მომენტში, როდესაც მთელი საზოგადოებისთვის ძალიან ნათლად ჩნდება რომ შსს-ს წარმომადგენლებს არ აქვთ პასუხები კითხვებზე ან პირდაპირ საუბრობენ კანონდარღვევებზე, მაგალითად, დღეს როგორც გამოჩნდა - არასრულწლოვნების მთელი ღამე პოლიციის განყოფილებაში გამომწყვდევა, ასეთ მომენტებში ქალბატონი ეკა ბესელია და ქართული ოცნების ზოგი წარმომადგენელი, პირდაპირ იწყებს კომისიის მუშაობის ჩაშლას. ისინი ერევიან საუბარში, ცდილობენ რაღაც არარსებული პროცედურული საკითხების დაყენებას ორი მიზნით: პირველი ხელი დააფარონ შსს-ს წარმომადგენლებს, რომლებიც იჭედებიან პასუხის გაცემაში და მეორე - ზოგადად კომისია აქციონ პოლიტიკური კინკლაობის, თავდასხმების და პოლიტიკური პროცესის ნაწილად და არა სიმართლის დადგენის პროცესად. ეს ერთი მხრივ, ლოგიკურია, რადგან ცხადია, ეს ავლენს ქართული ოცნების მოტივაციას, რომ მათ რეალურად არ უნდათ სიმართლის დადგენა. თუმცა პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ მათ არ მიეცემათ პროცესის ჩაშლის და დისკრედიტაციის საშუალება. ჩვენ ძალიან მშვიდად, ფაქტებზე დაფუძნებით, როგორც აქამდე, გავაგრძელებთ დაკითხვებს და აუცილებლად დავადგენთ სიმართლეს ყველა იმ ეპიზოდში, რომელიც მნიშვნელოვანია.“- განაცხადა ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






