„ეს კომისია შეიქმნა იმისთვის, დავუბრუნდები ისევ იმ საკითხს, რომ ის უდიდესი ტრაგედია, რაც დაატყდა ორივე ოჯახს, ამაზე დადგინდეს ჭეშმარიტება და ეს შედის, პირველ რიგში, მმართველი გუნდის ინტერესში იმისთვის, რომ არ დარჩეს საზოგადოებაში არცერთი კითხვა განსაკუთრებით, ოჯახთან მიმართებით, ანუ ოჯახს არ დარჩეს არცერთი კითხვა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ წავიდეთ ჭეშმარიტების გზით და დავსვათ შესაბამისი კითხვები, ჩვენ ვხედავთ იმის მცდელობას, რომ პროცესი „ევროპული საქართველოს“ მხრიდან წავიდეს არასწორი გზით და რას ვგულისხმობ ახლავე გეტყვით. პირველი, მეხუთე მუხლის დარღვევას სთხოვთ პირდაპირ სამართალდამცავებს, სთხოვთ ისეთი ინფორმაციის მოწოდებას, რაც არის კანონით მკაცრად გასაიდუმლოებულები და თუ ისინი მოგვაწვდიან ჩვენ ამ ინფორმაციას, მაშინ ისინი კანონს დაარღვევენ. მეორე საკითხი, ეს ეხება პოლიციის შესახებ კანონს. ბატონმა ირაკლი აპელირება გააკეთა მე-19 მუხლზე, ეს არის პირის გამოკითხვა. ბატონო ირაკლი, ეს ღონისძიება, საპოლიციო შედგება ორი ქვეღონისძიებისგან, პირველი მუხლი და მეორე მუხლი. თქვენ წაიკითხეთ შეგნებულად მხოლოდ პირველი მუხლი და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იცით მეორე მუხლის არსებობის შესახებ, რომელიც არის საფუძველი ამ შემთხვევაში პოლიციის მხრიდან საქმიანობის, ანუ მეორე მუხლი მიუთითებს პირდაპირ იმაზე, რომ პოლიციელს აქვს უფლება გამოიკითხოს პირი იმ შემთხვევაში თუ ამ პირს აქვს ღირებული ინფორმაცია და არასრულწლოვნის შემთხვევაში აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის, მშობლის ყოფნა. თქვენ შეგყავთ საზოგადოებას შეცდომაში, პირდაპირ ვიძახი ამას და მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ გინდათ, კომისიის საქმიანობა წაიყვანოთ არასწორი გზით,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






