არასრულწლოვნების დაკითხვასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია და არც ერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა - შსს-ს წარმომადგენლები ხორავას ქუჩის საქმეზე
პოლიტიკა - 14:55, 07 Jul, 2018     1092
საგამოძიებო კომისიის წევრების შეკითხვებს, რომელიც არასრულწლოვანთა დაკითხვის ფორმას ეხებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უპასუხეს. მათი განცხადებით, არცერთი განცხადება, საჩივარი ან პროტესტი არ დაფიქსირებულა მოწმეებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლისგან საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით.
შალვა ბედოიძე: „არცერთი განცხადება, საჩივარი ან პროტესტი არ შემოსულა არც მოწმეებისგან და არც მათი კანონიერი წარმომადგენლისგან. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არც სხვა ინსტანციებისთვის მიუმართავთ. ჩვენთვის ცნობილი არ არის, რომ რაიმე პროტესტის ფორმა ყოფილიყო, მათთან გასაუბრებასთან დაკავშირებით და საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც შესრულდა“.
ირაკლი ფიფია: „თითოეულ არასრულწლოვანს ყველა შემთხვევაში ახლდა კანონიერი წარმომადგენელი. თუ არ ახლდა კანონიერი წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვიწვევდით პირს, რომელიც მას კანონიერ წარმომადგენლის ფუნქციას გაუწევდა, ასე ვთქვათ საპროცესო წარმომადგენელს; ხოლო რაც შეეხება ადვოკატს, ყველა მოწმეს არ ჰყოლია, მაგრამ უმეტესობას ჰყავდა ადვოკატი. ასევე, რა თქმა უნდა, შეეთავაზა მათ რომ საჭიროების შემთხვევაში, ვუზრუნველყოფდით მათ ადვოკატის მომსახურებით“.
გამომძიებლებმა ანრი ოხანაშვილის შეკითხვაზე, ხომ არ ყოფილა რომელიმე თანამდებობის პირისგან, რაიმე საგამოძიებო მოქმედებაზე თავშეკავების შესახებ მოწოდება, ასეთი ფორმით რაიმე სახის დავალება და მოთხოვნა, უპასუხეს, რომ არცერთი თანამდებობის პირისგან მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
შალვა ბედოიძე: „გიდასტურებთ, რომ არავის მხრიდან რაიმე მითითებას ადგილი არ ჰქონია. კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, საქმეში არსებული მასალები და ის ოპერატიული მასალები, რაც გამოძიების მწარმოებელ პირთან იყრის თავს, საპროცესო ზედამხედველ პროკურორთან ხდება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. სწორედ ეს იყო აქაც განმსაზღვრელი, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარებულიყო“.
კომისიის წევრ, დეპუტატ სოფო კილაძის კითხვაზე, გამოსაკითხ პირებს ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს ხომ არ ჰქონდათ რაიმე სახის პრეტენზია - შალვა ბედოიძემ უპასუხობა, რომ „გამოკითხვები და გასაუბრებები ხდებოდა ნებაყოფლობით გამოსაკითხ პირებთან. არავის მხრიდან, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რაიმე საჩივარი ან პროტესტი არ დაფიქსირებულა ჩვენთან - არც არასრულწლოვნების და არც მათი კანონიერი წარმომადგენლების მხრიდან, არც შემდგომ გამოძიების პროცესში“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42