თანამშრომლების შეურაცხყოფა, სახელფასო დავალიანება და კომპენსაციები - კომპანია ,,ალბატროსის“ ირგვლივ სკანდალი გრძელდება
პოლიტიკა - 13:13, 07 Jul, 2018     1730

მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კონსტრუქციების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მწარმოებელ კომპანია „ალბატროსში,“ 30 ივნისს სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველები ადგილზე ნარკოტიკულ საშუალებას ეძებდნენ. მათ ნივთმტკიცებად 3 ძირი კანაფი (მარიხუანა) ამოიღეს.

ალბატროსის იურისტის იასონ ბესელიისა და კომპანიის დირექტორის მინდობილი პირის მადინა თვაურის მტკიცებით, ტერიტორია, საიდანაც მარიხუანა ამოიღეს მათ მფლობელობაში არ არის. თუმცა, ამავდროულად ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ კომპანიაში ყველა სართულზე ვიდეოკონტროლი მიმდინარეობს და ამას თავად „ალბატროსის“ წარმომადგენლებიც ადასტურებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ვიდეოჩანაწერებზე კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საუბარი მიზანშეწონილი არაა. უწყებისვე განმარტებით ამ საქმეზე დაკავებული პირებიც არ ყავთ.

თუმცა, „ნიუპოსტის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით „ალბატროსში“ მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით კომპანიის 2 თანამშრომელია დაკავებული, რომელთაც ბრალი აღიარეს.

შეგახსენებთ, რომ ეს არ გახლავთ პირველი სკანდალური შემთხვევა, როდესაც „ალბატროსი“ მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. ჯერ კიდევ აპრილში კომპანია „ალბატროსის“ ყოფილი პიარ მენეჯერი სალომე სარიშვილი ადმინისტრაციასა და დაცვის სამსახურის უფროსს, კომპანიის შენობის კედლებიდან ეროვნული გმირის, არჩილ ტატუნაშვილის სულის პატივსაცემად გაკრული ფოტოების ჩამოხევასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.

კომპანიის ყოფილი პიარ მენეჯერი ამ თემაზე ღიად საუბრობდა და როგორც სარიშვილმა მოგვიანებით განმარტა, სწორედ ეს გახდა მისი სამსახურიდან გამოშვების მიზეზი. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო, და საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეცა, რომელმაც მხარეთა ბრალეულობა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაადგინა, რის შემდეგაც სარიშვილმა საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

"ჩემი განცხადების საფუძველზე პოლიციამ ოპერატიული რეაგირება მოახდინა და საქმე საქალაქო სასამართლოს გადასცა, რომელმაც სხდომა დახურულად გამოაცხადა, ისე, რომ მხარეთა ბრალეულობა ვერ დაადგინა, თუმცა პოლიციამ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ჩემი უფლებები დაეცვა.

ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლოს მივმართე, სადაც განმიმარტეს, რომ "ალბატროსის" უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ჩემი შეურაცხყოფისთვის მხოლოდ სიტყვიერად გააფრთხილეს.

ცოტა გაკვირვებული ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ ასეთ მნიშვნელოვან და სახელმწიფოებრივ თემას სასამართლო სისტემა უფრო საფუძვლიანად უნდა სწავლობდეს და შესაბიმისად აფასებდეს", - ამბობს სარიშვილი.

კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა ის აღნიშნულ საქმეზე ბოლომდე დავას, გვპასუხობს, რომ ეს ასეც იქნება.

"რა თქმა უნდა, საქმეს ბოლომდე მივიყვან, რადგან აქ საუბარია ჩემს სიმართლეზე. გარდა ამისა, დასადგენია, ჰქონდა თუ არა ჩემი სამსახურიდან გამოშვების შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებს ჩემს სოციალურ ქსელთან წვდომა, რადგან "ფეისბუკის" გატეხვა ზუსტად "ალბატროსიდან" ჩემ გამოშვებას დაემთხვა. ამ საქმესაც შსს სწავლობს და მინდა, მათ ოპერატიული მუშაობისთვის მადლობა გადავუხადო".

ცნობისთვის, სარიშვილმა სამართალდამცავ უწყებას კიდევ ერთი შემთხვევის გამო მიმართა - მისი კომპანიიდან გათავისუფლების შემდგომ (რაც მას ოფიციალურად არ ცნობებია და, შესაბისად, მისთვის არც მიზეზები განუმარტავთ), მისი ანგარიში სოციალურ ქსელში გატეხეს და რამდენიმე ხნის განმავლობაში წვდომა შეზღუდული ჰქონდა. სარიშვილის განმარტებით, ეს შემთხვევაც კომპანია "ალბატროსს" უკავშირდება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კომპანიის მიმართ პრეტენზიები "ალბატროსის" სხვა თანამშრომლებსაც აქვთ. კერძოდ, საქმე ეხება სახელფასო დავალიანებებსა და კომპენსაციებს.

"ამ კომპანიაში რამდენიმე წელი ვიმუშავე და, შესაბამისად, რამდენიმე მენეჯმენტთან მომიწია მუშაობა, თუმცა ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემთვის გაუგებარი და აბსოლუტურად უსაფუძვლო მიზეზების გამო "ალბატროსმა" ხელშეკრულება გამიუქმა და სამსახურის გარეშე დამტოვა.

მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ რეალობაში ძალიან ძნელია სტაბილური სამსახურის შოვნა, მე კი შვილები მყავს და არც კი ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე", - ამბობს "ალბატროსის" ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42