როგორც სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, „თბილისის დინამოს“ ხელმძღვანელის რომან ფიფიას დავალებით გუშინ, პრესაში მორიგი სიცრუე გავრცელდა. „დიღმის მწვანე ქალაქის“ დემონტაჟის შესახებ 2018 წლის 31 მაისის , საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში არასდროს არ შესულა. მოსამართლის გადაწყვეტილება „დინამო თბილისის“ წარმომადგენლობამ მედიას არასრულად მიაწოდა და მოსამართლის განჩინების 4 და 5 პუნქტი შეგნებულად დამალა, სადაც განმარტებულია, რომ გასაჩივრების შემთხვევაში დემონტაჟის შესახებ, გადაწყვეტილება ძალაში არ შედის და განხილვა გრძელდება.
ასეთი გადაწყვეტილება მოსამართლემ მხოლოდ იმის გამო გამოიტანა, რომ პროცესს „ ბაუ სტარის“ მხარე არ დასწრებია, ვინაიდა კომპანია „ბაუ სტარს“ სასამართლო უწყება გაუგებრობით თუ გამიზნულად არ მიუვიდა.
მას შემდეგ რაც პროცესში ჩვენი იურისტები ჩაერთთვნენ, გადაწყვეტილება 2018 წლის 13 ივნისს საქალაქო სასამართლოს კოლეგიაში გასაჩივრდა და პროცესი გრძელდება.
იხილეთ დოკუმენტაცია:


ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რომან ფიფია კომპანიის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებს.
კომპანია იღებს ვალდებულებას ახალი სასამართლო სარჩელი მოამზადოს , რადგან ჩვენი მობინადრეები მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან და მათ მორალური ზიანი ადგებათ.
„ბაუ სტარი“ მოუწოდებს მედია- საშუალებებს სამშენებლო კომპანიაში გადაამოწმოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ტყუილებში შემჩნეული „დინამო თბილისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მიაწოდებს“ - ნათქვამია ,,ბაუ სტრარის“ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






