"ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დანიშნულია ყველა შესაბამისიი ექსპერტიზა"- ირაკლი ფიფია
პოლიტიკა - 12:21, 07 Jul, 2018     914
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე, კომისიის წევრების შეკითხვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი შალვა ბედოიძე და გამომძიებელი ირაკლი ფიფია პასუხობენ.
კომისიის წევრის მიერ დასმულ შეკითხვაზე, იყო თუ არა საქმეზე ჩატარებული ყველა შესაბამისი ექსპერტიზა, გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ უპასუხა - „საქმეზე დაინიშნა სასამმართლო-საედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც უნდა გაერკვია სიკვდილის უშუალო მიზეზები. ასევე, რამდენი ჭრილობა ჰქონდა, რომელი ჭრილობა რა ხარისხის იყო და ამ ჭრილობის ზომები. შემდეგ, როგორც კი მივიღეთ აღნიშნული სამედიცინო დასკვნა, ჩვენს მიერ დაინიშნა კომისიური ტრასოლოგიური ექსპერტიზა და მიეცა კონკრეტული დავალებები, კითხვები ექსპერტებს, რომ გაერკვიათ რომელი ჭრილობა რომელი დანით იყო მიყენებული. ასევე, წარედგინათ აღნიშნული დანები - როგორც თქვენთვისაა ცნობილი, საქმეში ორი დანაა ამოღებული, ემთხვეოდა თუ არა ჭრილობის სიგრძეს, სიგანეს. ასევე, გაიგზავნა ორივე მიცვალებულის ტანსაცმელი ექსპერტიზაზე და მოხდა ამათი შედარება. ზუსტად ეს განსაზღვრავს იმას, რამდენი საგნით შეიძლება იყოს მიყენებული ჭრილობა.
სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენცია არ არის ის, რომ დაწეროს და მიმოიხილოს რამდენი იარაღი არის საქმეში. ექსპერტი განგვისაზღვრავს ჭრილობათა რაოდენობას, ჭრილობათა სირღმეს, ჭრილობის მიმართულებას, ჭრილობის სიგანეს - გვიწერს მილიმეტრული სიზუსტით. ასევე, გვიწერს, თუ რომელი ჭრილობა არის სასიკვდილო, რომელი ჭრილობა არის შემავალი, რომელი ჭრილობა არ არის შემავალი და რა დონის დაზიანება მიიღო - სწორედ ეს არის სამედიცინო ექსპერტის კომპეტენცია. სამედიცინო ექსპერტმა უნდა განგვისაზღვროს ზემოთ აღნიშნული საკითხები. როგორ უნდა დაგვიწეროს ექსპერტმა რამდენი დანით არის მიყენებული?!
სწორედ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დაინიშნა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ექსპერტიზა. მილიმეტრული სიზუსტით არის გაზომილი ყველა ჭრილობა, როგორც სხეულზე, ასევე ტანსაცმელზე. ასევე, შედარებულია ორივე დანას.
რაც შეეხება დავით სარალიძის სხეულზე არსებულ ჭრილობებს კონკრეტული დანით, გამოირიცხა 5 ჭრილობა რომ არ შეიძლებოდა მიყენებული ყოფილიყო. მეორე დანით არ გამოირიცხა არცერთი ჭრილობა. ასევე, ლევან დადუნაშვილის სხეულზე 2 ჭრილობა გამოირიცხა შემთხვევის ადგილიდან, დათვალიერებისას ამოღებული დანით და არ გამოირიცხა საგამოძიებო ესპერიმენტისას ამოღებული გ.ბ.-ს დანით.
თქვენ მოიწვევთ კომპეტენტური ექსპერტს და დაუსვით ეს კითხვა, რამდენი დანით და რამდენი იარაღით არის შესაძლებელი მიყენებული იქნას ეს დაზიანებები. სხვა დანარჩენ კითხვაზე, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“, - განაცხადა ირაკლი ფიფიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42