„იმისთვის, რომ რუსთაველზე ტრაგიკულ ისტორიებს არ ვისმენდეთ, საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი პროკურორი გვჭირდება“ - პრეზიდენტი პროკურორის შერჩევის პროცესით უკმაყოფილოა
პოლიტიკა - 11:15, 07 Jul, 2018     1525
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მთავარი პროკურორის კანდიდატების შერჩევის პროცესი აქტიური საჯარო განხილვებით უნდა წარმართულიყო, რაც არ მომხდარა. გიორგი მარგველაშვილი პროცესით უკმაყოფილოა, მისი განცხადებით, კონკრეტული კანდიდატურების განხილვა არის გაქცევა იმ საკითხიდან, რომელიც პროკურატურაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით საზოგადოებამ დააყენა.


„კანდიდატურების განხილვა და კანდიდატურებზე მსჯელობა არის ზურგის შექცევა და გაქცევა იმ მთავარი საკითხიდან, რომელიც საზოგადოებამ ნათლად და აქტუალურად დააყენა და ეს საკითხი მდგომარეობდა შემდგომში, რომ უნდა მოხდეს პროკურატურის დეპოლიტიზაცია. უნდა განხორციელდეს მთავარი პროკურორის შერჩევა ისე, რომ ჰქონდეს საზოგადოების მაღალი ნდობა, უნდა მომხდარიყო ამ ხნის განმავლობაში საჯარო კონსულტაციები, მე რამდენადაც ვაკვირდები პოლიტიკურ პროცესს, ასეთი საჯარო კონსულტაციები და აქტიური საჯარო განხილვა არ მომხდარა ისე მოხდა კანდიდატურებზე მსჯელობა. შესაბამისად ცალკე კანდიდატურებზე მსჯელობა არის გაქცევა საზოგადოების მთავარი შეკვეთიდან, რომ ეს იყოს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი პროფესიონალი.

აქვე გაგახსენებთ იმ მსჯელობას, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რა საკითხებიც იყო წამოწეული. უცებ ეს საკითხები გვერდზე გადაიდო და დავიწყეთ მსჯელობა კონკრეტულ კანდიდატურებზე. მე არც ერთის მიმართ პოზიციას არ დავაფიქსირებ, მთავარია პროცესი როგორ განხორციელდება.

პროკურატურის სისტემას უნდა ჰქონდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა. იმისთვის, რომ ჰქონდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და ჩვენ არ ვისმენდეთ რუსთაველის გამზირზე ტრაგიკული ისტორიების მთელ საგას, რომლის მოსმენაც სამწუხაროდ ჩვენ მოგვიხდა, ამისთვის ჩვენ გვჭირდება საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი მთავარი პროკურორი, რომელსაც გარდა მაღალი სანდოობისა, ექნება შესაძლებლობა, სისტემის შინაარსობრივი რეფორმა განახორციელოს.“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42