12 ივლისს ქობულეთის ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება. კონსულტაციებს და ინსტრუმენტულ კვლევებს, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის წამყვანი სპეციალისტები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები ჩაატარებენ.
სამედიცინო აქცია 10:00-17:00 სთ-მდე გაგრძელდება. ადგილობრივ მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეეძლება უფასო კონსულტაციების მიღება შემდეგი მიმართულებებით:
ორთოპედ- ტრავმატოლოგი: რაულ პაქსაძე
კარდიოლოგი: გიორგი ნიკოლაიშვილი
კარდიოექოსკოპია: რამაზ რლონტი
გინეკოლოგი-ონკოლოგი: ელენე კობიაშვილი
ენდოკრინოლოგი: სალომე ღლონტი
ანგიოლოგია: იოსებ მარგალიტაძე
ნევროლოგია: მზია ბერიძე
ნეიროქირურგია: რეზო ბათნიძე
ქვედა კიდურების დოპლეროგრაფია: თამარ მიქელაძე
სახსრების ულტრაბგერითი კვლევა: მზია ბერიძე
ბავშვთა ქირურგია: გენადი ხოზრევანიძე
ოჯახის ექიმი: თამარ მხატვარი
უფასო კონსულტაციების მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: 2 55 05 05, მის: ქობულეთი, აბაშიძის ქ. №18-ის მიმდებარედ
მასალის გამოყენების პირობები