თბილისის საერთაშორისო აეროპორტშსი რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინიციდენტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მომხდარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან ერთად იკვლევს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომწამვლელი ნივთიერების დაღვრის გამო, რამდენიმე ადამიანი მოიწამლა. ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.
„თბილისის აეროპორტში მომწამვლელი ნივთიერების გაჟონვის ფაქტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან ერთად იკვლევს. საქართველოში შვეიცარიის საელჩოში განთავსებული რუსეთის ინტერესების სექცია მუდმივ კონტაქტზე იმყოფება, პირველ რიგში, შვეიცარიის ელჩთან, რომელიც ჩვენს ინტერესებს წარმოადგენს და მეორე მხრივ, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რომ დავადგინოთ 2 ივლისს თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის ყველა დეტალი“ – აღნიშნა კარასინმა.
მასალის გამოყენების პირობები






