საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. პრემიერი ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.
ბახტაძის განცხადებით, ხეობაში უკვე გაკეთებულია ყველანაირი მობილიზაცია საკვების, სასმელი წყლის და მედიკამენტების შემოტანასთან დაკავშირებით:
“საგანგებო შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში, ნალექის უხვად მოსვლამ გამოიწვია მდინარის ადიდება. 6 ხიდი არის წაღებული, ტექნიკა არის მობილიზებული და ახლა ველოდებით, რომ წყლის დონემ დაიწიოს, რათა დავიწყოთ გზის აღდგენის სამუშაოები. რაც მთავარია ხეობაში უკვე გაკეთებულია ყველანაირი მობილიზაცია საკვების, სასმელი წყლის და მედიკამენტების შემოტანასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ჩვენ უკვე გამოვიყვანეთ რამდენიმე ადამიანი, რომელიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. ამ თვალსაზრისით რისკები აღარ არის, მაგრამ ბუნებრივია, ჩვენი სპეციალისტები აგრძელებენ 24 საათიან მონიტორინგს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






