ბა­თუმ­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი და­რე­ჯან დი­ა­სა­მი­ძის მობილურიდან დედამ შეტყობინება მიიღო
საზოგადოება - 15:19, 21 Aug, 2013     10183

19 აგ­ვის­ტოს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ ოპე­რა­ტი­უ­ლი შეტყ­ო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღო და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნას შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში, სუ­ლა­ბე­რი­ძის ქუ­ჩა­ზე ახალ­გაზ­რდა ვაჟს გა­მო­ე­ლა­პა­რა­კა.

 

 


ლამ­ზი­რა მა­ხა­რა­ძე, და­რე­ჯან დი­ა­სა­მი­ძის დე­და:


- დღედაღამ ბა­თუ­მის ქუ­ჩებ­ში დავ­დი­ვართ ჩვენც და პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც, მაგ­რამ შვილს მა­ინც ვერ ვპო­უ­ლობ. 19 აგ­ვის­ტოს, ბა­თუმ­ში, სუ­ლა­ბე­რი­ძის ქუ­ჩა­ზე ერთ ბიჭს შე­უ­ნიშ­ნავს, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ვი­ღაც გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, მო­უვ­ლე­ლი და გა­დაღ­ლი­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, დი­ლის 8-დან 10 სა­ა­თამ­დე მოძ­რა­ობ­და. მაგ­რამ, მი­სი თქმით, გო­გო­ნას შა­ვი თმა ჰქონ­ია, ჰყვე­ბა, რომ გო­გო­ნამ მის წინ მი­მა­ვალ მა­მა­კაცს სი­გა­რე­ტი მოსთხ­ო­ვა, გა­მო­არ­თვა, ხე­ლი გა­იქ­ნია და იქ­ვე, გუ­ბე­ში ჩა­აგ­დო. რო­გორც იმ ბიჭ­მა გვითხ­რა, მა­საც მოს­თხო­ვა სი­გა­რე­ტი, მი­უ­ცია კი­დეც, მაგ­რამ ეჭ­ვის თვა­ლით შე­უ­ხე­დავს - ამ დი­ლა­ად­რი­ან ვინ არის, რას და­ბო­რი­ა­ლობ­სო. ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია და­კარ­გულ გო­გო­ნა­ზე და გვა­რი ჰკითხ­ა. მან კი უპა­სუ­ხა - რა შე­ნი საქ­მე­ა­ო.

 

ახალ­გაზ­რდამ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას შე­ატყ­ო­ბი­ნა - გო­გო­ნა, რო­მელ­საც ეძებთ, ამა და ამ სახ­ლის კი­ბე­ზე ზის და მო­დი­თო. სა­უ­ბარს რომ მორ­ჩა, უკან მიტ­რი­ა­ლე­ბუ­ლა, მაგ­რამ გო­გო­ნა აღარ იყო, - 15 წუთ­ში მი­სუ­ლა ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­ა, გა­დაჩხ­რი­კეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ გო­გო­ნა იმ ად­გი­ლი­დან გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლა. ვა­ჟის გარ­და ის ხან­დაზ­მულ ქალ­საც შე­უ­ნიშ­ნავს. პო­ლი­ცი­ე­ლებ­თან ერ­თად 15 წუთ­ში ჩვენც, მთე­ლი სო­ფე­ლი, იქ ვი­ყა­ვით, გა­და­იჩხ­რი­კა ის სახ­ლი, ქუ­ჩა და მთე­ლი ბა­თუ­მიც, მაგ­რამ ვე­რა­ფერს მი­აკ­ვლი­ეს. ღა­მის სამ სა­ათ­ზე დავ­ტო­ვეთ იქა­უ­რო­ბა. ვა­ჟის აღ­წე­რი­ლო­ბით, მხო­ლოდ შა­ვი ბრი­ჯი ემ­თხვე­ვა. ამ­ბობს, რომ შა­ვი ბლუზა და ჟა­კე­ტი ეც­ვა.

 

და­რე­ჯანს კი მო­ვარ­დის­ფრო ბლუზა და მელ­ნის­ფე­რი ლას­ტე­ბი ეც­ვა, თან სხვა არა­ფე­რი ჰქო­ნი­ა. ჩაც­მუ­ლო­ბას აღარც ვა­ნი­ჭებთ მნიშ­ვნე­ლო­ბას, ამ­დე­ნი დღე გა­ვი­და და შე­საძ­ლო­ა, გა­მო­ეც­ვა­ლა ტან­საც­მე­ლი. მა­ინც არ მჯე­რა, რომ ეს ჩე­მი შვი­ლი იყო. თუმ­ცა და­სარ­წმუ­ნებ­ლად, მინ­და ვნა­ხო, ვინ იყო ის გო­გო­ნა. ბიჭ­მა ისიც თქვა, იმ ბავშვს ემ­ჩნე­ო­და, რომ ღა­მეს ოჯახ­ში არ ათევს, ქუ­ჩა­ში და­ხე­ტი­ა­ლობს, ბინ­ძუ­რი ტან­საც­მე­ლი ეც­ვა­ო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემს შვილს ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა თუ ექ­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად ოჯახ­ში მო­ვა.

 

ერთ დღეს მი­სი ტე­ლე­ფო­ნი­დან წა­მით შე­მო­ვი­და შეტყ­ო­ბი­ნე­ბა - "ხაზ­ზე ვარ", იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ა­მოწ­მეს ვი­დო­კა­მე­რე­ბი, მაგრამ არა­ფე­რი ჩანს, ლომ­ბარ­დე­ბიც გა­და­ა­მოწ­მეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­დაჩხ­რი­კეს ყვე­ლა სას­ტუმ­რო, ღა­მის კლუ­ბე­ბი, სა­დაც თურ­მე გო­გო­ნებს ამუ­შა­ვე­ბენ, მაგ­რამ...
"ამბები გე"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42