საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში იმყოფება. ჟურნალისტებთან საუბრისას ბახტაძემ აღნიშნა, რომ სიტუაციის კონტროლი 24 საათის განმავლობაშ მიმდინარეობს:
„წყლის დონე არ არის დაწეული, აქედან გამომდინარე ის სახლები, რომლებსაც ემუქრება საფრთხე, არის დაცლილი, უშუალოდ კაპიტალური შეკეთება გზის ვერ დავიწყებთ მანამდე სანამ წყლის დონე არ დაიწევს, რასაც ვაკეთებ არის ის, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ის, რომ მდინარემ არ მოახდინოს გზის უფრო მეტად გამორეცხვა, ევაკუაცია მოვახდინეთ იმ ადმაიანებისა, რომლებსაც საფრთხე ემუქრებოდათ. ვერტმფრენი მორიგეობს, ვაკონტროლებთ 24-საათიან რეჟიმში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, მომხდარი უხვ ნალექს უკავშირდება და სპეციალისტების მიერ საბოლოო დასკვნის დადების შემდეგ გადაწყდება ნენსკრა ჰესის საკითხიც:
„ეს კონკრეტული შემთხვევა გამოიწვია უხვი ნალექის მოსვლამ, ამისგან დაზღვეული არავინ არის. დასკვნა როდესაც დაიდება საბოლოო, რას უკავშირდება ეს ყველაფერი, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტიელბას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






