"საქართველო ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს" - გიორგი ჩიქოვანი
პოლიტიკა - 19:31, 05 Jul, 2018     802

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანმა, რომელიც გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს, თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონალური სატრანზიტო სახელმწიფოს, რომელზეც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფანი გადის. გამომდინარე აქედან, გიორგი ჩიქოვანის შეფასებით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, გაზარდოს საკუთარი მონაწილეობა აღმოსავლეთ - დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო პროექტებში განხორციელებაში, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მნიშნველოვანი როლი ითამაშოს ევროკავშირისთვის ენერგიის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციის კუთხით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ბაზის ევროპულთან დაახლოების კუთხით მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

თავის გამოსვლაში გიორგი ჩიქოვანი შეეხო „სამხრეთ გაზის დერეფნის" პროექტს, ვინაიდან ბუნებრივი აირის მიმწოდებელი და მომხმარებელი ქვეყნების ინტერესების გადაკვეთაზე მდებარეობის წყალობით, საქართველო არის „სამხრეთ გაზის დერეფნის" პროექტის განუყოფელი ნაწილი და სტრატეგიული პარტნიორი. მისი თქმით, სწორედ საქართველოში გადის სამხრეთ გაზის დერეფნის ერთერთი შემადგენელი ნაწილი სამხრეთ კავკასიური მილსადენი, რომელიც აზერბაიჯანის გაზსადენს საქართველოს გავლით თურქეთთან აკავშირებს. გიორგი ჩიქოვანი ასევე შეეხო „თეთრ ნაკადს" და „ტრანს კასპიურ მილსადენს" რომელთა განხორციელება აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას მისცემს საშუალებას რუმინეთის გავლით მიიღოს ბუნებრივი გაზის გაზრდილი მოცულობები.

აღნიშნული ფორუმის მეორე სესია ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში ეკონომიკისა და ენერგეტიკის პერსპექტივებს დაეთმო. გიორგი ჩიქოვანმა ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში გერმანიის სახელმწიფო განვითარების ბანკთან (KfW) ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორია ენერგეტიკის სექტორში.

ქართულ - გერმანული სტრატეგიული ფორუმის მუშაობაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და სხვა ოფიციალური პირები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42