არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევა საგანგაშო შემთხვევებსა და რისკებზე მიუთითებს, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაზე განაცხადა:
“ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ კვლევას გაეცნოს არა იუსტიციის საბჭო, რომელსაც ცვლილების არანაირი რესურსი არ გააჩნია და ჯიუტად, თუმცა წარუმატებლად ცდილობს, თავი დაირწმუნოს და სხვებიც დაარწმუნოს, რომ ყველაფერი რიგზეა სასამართლოში, ამ კვლევას უნდა გაეცნოს პარლამენტი. პარლამენტის და მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა ის მძიმე ვითარება, რომელიც შეიქმნა სასამართლო სისტემაში, ისევე, როგორც ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემაში, რომელიც მოიცავს საგამოძიებო ორგანოებს, პროკურატურას“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






