გიორგი ჩერქეზიშვილმა აზიის განვითარების ბანკის დელეგაციასთან მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა
პოლიტიკა - 17:15, 05 Jul, 2018     815

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი აზიის განვითარების ბანკის დელეგაციას შეხვდა, რომელთანაც მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები განიხილა. ბანკის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აღნიშნული საფინანსო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ჰელმუტ ფიშერი და ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იეშიმ ელჰან-კაიალარი. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და რომეო მიქაუტაძე, სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი თორნიკე რიჟვაძე.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, ლიბერალურ ბიზნეს გარემოსა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე, რომლებმაც გაზარდეს საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი საქართველოს ეკონომიკის მიმართ.

ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს წარმატებებს საერთაშორისო რეიტინგებში, მათ შორის, მსოფლიო ბანკის ავტორიტეტულ „ბიზნეს კეთების სიმარტივის" 2018 წლის რეიტინგზე, რომლის თანახმადაც საქართველოს მე-9 პოზიცია უკავია.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში არსებული ვითარებაზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკაზე, საფინანსო სექტორზე, აგრეთვე საგზაო ინფრასტრუქტურაზე, რომლის ერთ-ერთი მსხვილი დონორიც აზიის განვითარების ბანკია.

მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობა CAREC - ის (ცენტრალური აზიის რეგიონალური თანამშრომლობის პროგრამა) ფორმატში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ თანამშრომლობას რეფორმების განხორციელებისა და ინფრასტრუქტურული და სხვა სახის სტრატეგიული პროექტების განხორციელების მიმართულებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42