გლდანის მეექვსე მიკრორაიონში პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
პოლიტიკა - 15:10, 05 Jul, 2018     888

გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, N7-N20 საცხოვრებელ კორპუსებს შორის, 20 000 კვადრატულ მეტრზე პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, რომელსაც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს, კალათბურთის მოედანი, ამფითეატრი, ძაღლების სასეირნო სივრცე, სავარჯიშო და საბავშვო მოედნები, სარწყავი სისტემა, საფეხმავლო და ველობილიკები მოეწყობა. ასევე, განთავსდება საპარკე ინფრასტრუქტურა, განხორციელდება არსებული ხიდის რეაბილიტაცია და დამონტაჟდება გარე განათება.

„გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ, რომელიც ჩემი საარჩევნო დაპირება იყო. როდესაც მოსახლეობას შევხვდი, მათი მხრიდან დაფიქსირდა თხოვნა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე პარკი მოწყობილიყო. ადრე, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, აქ პარკი და ძალიან ლამაზი სივრცე არსებობდა, თუმცა დღეს, ყველაფერი გაუბედურებულია. მაშინ მოსახლეობას დავპირდი, რომ აქ ერთ-ერთი საუკეთესო პარკი მოეწყობოდა. ეს არა მხოლოდ მეექვსე მიკრორაიონელებისთვის, არამედ მთლიანად გლდანისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რადგან ტერიტორია ძალიან დიდია. პარკი გამწვანდება და ხე-მცენარეები დაირგვება. ასევე, მოეწყობა საკალათბურთო მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები და 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახი დაითესება. პარკში ასევე, ამბრის ხეებისგან ხეივანი მოეწყობა.

სამუშაოები, რომელსაც შპს „ტაო“ ასრულებს, დაახლოებით, ოთხ თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება 927 543 ლარია.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42