„საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოსთან“ მშენებარე კორპუსების დემონტაჟი უნდა დაიწყოს
პოლიტიკა - 13:44, 05 Jul, 2018     1071
სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და იმედია, საზოგადოებას საკუთარი ტრადიციებისა და ისტორიის დაცვა კიდევ ერთხელ აღარ მოუწევს. ხელისუფლება ვალდებულია კანონთან ერთად მორალური კატეგორიებიც გაითვალისწინოს.

ახლა მთავარია, სამშენებლო კომპანიებმა ეს გადაწყვეტილება კლიენტებს დროულად გააცნონ, რეალური ვითარება არ დაუმალონ. შესაძლოა, ზოგიერთს თანხა უკვე გადახდილი აქვს. სწორედ სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობაა კლიენტის ინტერესებზე ზრუნვა. ისინი დროულად უნდა დაკმაყოფილდნენ ალტერნატიული ფართებით, რათა ამ პროცესმა არავინ დააზარალოს.

ხორავს ქუჩის ტრაგედიის სასამართლოში განხილვის შემდეგ მოსამართლემ თქვა: დარბაზში დათო სარალიძის მკლელი არ ზის. ამას მოჰყვა ქუჩის აქციები, გენერალური პროკურორის გადადგომა, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა. თავისუფლებად შეიძლება ითქვას, რომ უსამართლობის, საქმეების გაყალბებისა თუ ზერელე დამოკიდებულებისადმი საზოგადოების პროტესტმა იმუშავა - ხელისუფლებამ ხალხის მესიჯი და მოთხოვნა გაიგო... მენტალური რევოლუცია მოხდა.

ახლა სასამართლომ კიდევ ერთი საქმის მიმართ გაითვალისწინა საზოგადოების პროტესტი, აჩვენა ხელისუფლებას, რომ კანონების დაცვის დროს მორალური კატეგორიებით ხელმძღვანელობაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

სწორედ ასეთ კატეგორიას განეკუთვნება საქმე, რომელიც შპს „საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამოსა“ ორ სამშენებლო კომპანიას შორის მიმდინარეობდა. ეს კომპანიები თბილისის დინამოს საწვრთნელი ბაზის მიმდებარედ მაღალსართულიან კორპუსებს აშენებენ. მერიის მაშინდელ ჩინოვნიკებს რომ ჰკითხო, ყველა დოკუმენტები წესრიგშია (თუმცა, კლუბის იურისტებმა ხარვეზები აქაც იპოვეს, სასამართლო დავა ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს) ასეც რომ იყოს, თეორიულად იმის ალბათობა რომ დავუშვათ რომ დოკუმენტები არ ტყუიან, ხომ არსებობს ისეთი ფაქტორები რომელსაც კანონი შეიძლება არ ან ვერ არეგულირებს, მაგრამ მერიის ჩინოვნიკი რომ ხარ, თავად უნდა განსაზღვრო ხომ არ კვეთ წითელ ხაზებს? იმ ხაზებს, რომლის იქითაც დიდი ისტორია, საამაყო ტრადიციები და მომავლის პერსპეტივები დგას.

„თბილისის დინამოს“ საწვრთნელ ბაზა მალე 100 წლის იუბილეს გადაიხდის. როგორც „პრაიმტაიმი“, თავის დროზე, ამ პრობლემის კონტექსტში წერდა, აქ ფეხი აიდგეს ქართული ფეხბურთის ვარსკვლავებმა, ტრენინგებს გადის ახალი თაობა - ისინი დიდ ფეხბურთსა და სერიოზულ წარმატებებზე ოცნებობენ.

მერიის ვიღაც ჩინოვნიკის გადაწყვეტილებით კი სტადიონთან ახლოს მაღალი კორპუსების მშენებლობა დაიწყო. აშენდა ერთი, შემდეგ მეორე, მესამე...

სპეციალისტებისა და ექსპერტების შეფასებით, კორუპუსების მშენებლობა ისტორიის წაშლას გამოიწვევს.

„სწორედ მინდა გამიგოთ, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბარში სპორტული ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე - მე თანამედროვე მშენებლობების მომხრე ვარ და ახალი კორპუსების აშენების წინააღმდეგ არ გამოვდივარ. თუმცა, ამ ბაზასთან მაღალი კორპუსების მობჯენით ჩადგმა გაუმართლებელია.

პირველ რიგში იღვევა მიკროკლიმატი: გუნდმა უცხო თვალისგან დაცულ ადგილას უნდა ივარჯიშოს და დაისვენოს. თამაშის წინა ვარჯიშები დახურული უნდა იყოს, ზედმეტი თვალი მას არ უნდა უყურებდეს, რადგანაც მოწინააღმდეგე გუნდისთვის ტაქტიკური სვლები არ გახდეს ცნობილი, კონკურენტმა არ უნდა იცოდეს როგორ თამაშს ამზადებ. კორპუსებიდან კი ნებისმიერს შეუძლია მობილურით გადაიღოს თამაში, თვალი ადევნოს ფეხბურთელების თამაშს და დასვენებას...“

ვოვა გუცაევის თქმით, კორპუსები ფეხბურთელების უსაფრთხოების თვალსაზრისითაც პრობლემურია: „შესაძლოა, ვინმემ ბოთლი გადმოაგდოს აივნიდან ან რამე ისროლოს და ფეხბურთელს მოხვდს თავში. საწვრთნელ ბაზასთან ასე ახლოს კორპუსების ჩადგმა მიუღებელია, ამით ბაზას უკვე თავისი ფუნქცია დაეკარგა.“

ასე რომ, კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფიამ სასამართლოს მიმართა. სხვა გზა აღარ იყო. კორპუსების ჩადგმის შემდეგ საწვრთნელ ბაზას მისამართი უნდა შეეცვალა - ფეხბურთელების უსაფრთხოება ხომ როგორც ვარჯიშის ან თამაშის, ასევე დასვენების დროსაც დაცული უნდა იყოს. ამაზე ხომ რომან ფიფია პერსონალურ პასუხისმგებლობს გრძნობს. ბოლო-ბოლო ასეთია ევროპული სტანდარტიც.

სასამართლომ საქმე განიხილა და ამ დავაში მოსამართლემ შპს „საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს“ მოთხოვნა დააკმაყოფილა.

შედეგად, სამშენებლო კომპანიებს - შპს „გიკო და კომპანიას“ და შპს „ბაუსტარი მმს“-ს აეკრძალოთ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ქალაქ თბილისის, ევგენი მიქელაძის ქუჩა N 9, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და დაევალოთ ამავე მიწის ნაკვეთზე უკვე განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟი.

ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ამ პროცესს საზოგადოება დიდი მოთმინებით ელოდა. მოსამართლე ზაზა მარტიაშვილს, როგორც ჩანს, კარად ესმის რომ ისტორიას ვერ გადაიტან, დანგრეულ ტრადიციებს ვეღარ აღადგენ, სამშენებლო კომპანიას კი შენობა სხვა ადგილასაც შეუძლია ჩადგას.

ქართული ფეხბურთის ვრსკვლავის ვოვა გუცაევის თქმით: „სასამართლოს გადაწყვეტილება ნამდვილად სამართლიანია, ასეთი ისტორიული ბაზის განადგურება გამოუსწორებელი შეცდომა იქნებოდა და ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ სასამართლომ საზოგადოების პროტესტი გაიგო და გონივრული გადაწყვეტილება მიიღო.

ქართული ფეხბურთის ლეგენდა ალექსანდრე ჩივაძის განმარტებით: „საზოგადოების პროტესტმა შედეგი გამოიღო, ეს თითოეული ჩვენთაგანის დიდი გამარჯვებაა. ჩვენ ვამაყოფთ ამ ისტორიით, ამ ტრადიციით და მისი შენარჩუნება ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო“.

წყარო: primetime.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42