სკანდალი სასამართლო სისტემაში - ე.წ. ბოსები და კორუფციული გარიგებები, რომლებზეც ანონიმური ჯგუფები ალაპარაკდნენ
პოლიტიკა - 12:18, 05 Jul, 2018     2065
კორუფციული გარიგებები სასამართლოში და ეგრეთ წოდებული ბოსები, რომლებიც დღეს ქვეყანაში მართლმსაჯულებით ვაჭრობენ - „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ კომფიდენტებმა ის კორუფციული სქემები გაუშიფრეს, რომლითაც დღეს სასამართლოში საქმეები ლაგდება და რომლის სათავეებტანაც გავლენიანი კლანები დგანან.

„კურიერმა“ ერთ-ერთი ანონიმური წყაროს ჩვენებიდან ამონარიდი გაავრცელა:

„საქმეები აგდება ბოსებთან, ანუ გავლენიანი ჯგუფის წევრი მოსამართლე იღებს ფულს და შემდეგ საქმეს ანაწილებს იმ მოსამართლეებთან, რომლებიც მათი გავლენის ქვეშ არიან“

სკანდალურ კვლევა, რომელმაც ამხილა სასამართლო სისტემაში დღეს ფესვგადგმული კორუფცია.

ამ ინტერვიუების ავტორები, რომლებიც კვლევაში არიან წარმოდგენილნი, არიან ყოფილი მოსამართლეები და მოქმედი ადვოკატები, ისინი მწვავე ინფორმაციას ასაჯაროებენ, მათი ვინაობა არის ანონიმური. ერთ-ერთი მოქმედი ადვოკატი აცხადებს: „იმ ხალხს, რომელსაც ჩვენ მოვიხსენიებთ გავლენიანი ჯგუფის წევრებად, თავად მოსამართლეები ბოსებს უწოდებენ. ბოსები ჩართული არიან კორუფციულ გარიგებებში და სახელმწიფო დაკვეთებში, ხოლო ის მოსამართლეები, რომლებიც მათი გავლენის ქვეშ არიან, ასრულებენ დავალებებს.“

ერთ-ერთი ყოფილი მოსამართლე საუბრობს ეგრეთ წოდებული ელიტური კორუფციის შესახებ:

„თუ კი ელიტურ ჯგუფს დააინტერესებს კონკრეტულ საქმეზე კორუფციული გარიგებების დადება, მათ აქვთ ამის შესაძლებლობა სწორედ შიდა გავლენების და სრულად ცენტრალიზებული მმართველობიდან გამომდინარე“

ამ ინტერვიუების ავტორები პირდაპირ მიუთითებენ სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციაზე. აცხადებენ, რომ 2012 წლამდე თითქმის 100 პროცენტი საქმეებისა კონტროლდებოდა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ვითარება თიტქოს შეიცვალა და სასამართლო გათავისუფლდა, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ეს არის მხოლოდ ილუზია. ვინაიდან კონკრეტული ინტერესის საქმეებზე, ვინაიდან მაღალი პოლიტიკური ინტერესის მქონე საქმეებზე, ელიტური ჯგუფებისთვის მარტივად არის მისაღწევი სასურველი შედეგი.

საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ კვლევამ დაადასტურა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, მათი განცხადებით ვიტარება არის მწვავე.

სრული კვლევა იხილეთ: "სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის კვლევამ აჩვენა, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციის სავარაუდო შემთხვევების ხელშემწყობი ძირითადი ფაქტორებია: (ა) მართლმსაჯულების ადმინისტრირებაზე არასათანადო გავლენა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მიერ და (ბ) სასამართლო ხელისუფლების სისტემური პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია ხარვეზიანი კანონმდებლობით და რომელთა გამოსწორებაც არ მოხერხდა სასამართლო სისტემაში და მის გარეთ არსებული წინააღმდეგობის გამო.

კერძოდ:

არსებული კანონმდებლობა, მათ შორის, ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ინტერესებს და მათ კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება. არსებული ხარვეზიანი კანონმდებლობა ზრდის სისტემაში კორუფციის რისკებს და ძალთა კონცენტრაციას მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ხელში ახდენს, რის შედეგადაც გადაწყვეტილებების მიღება დახურულ კარს მიღმა, არაფორმალური მოლაპარაკებების შედეგად არის შესაძლებელი.

მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის ხარვეზიანი წესი ზრდის ინტერესთა კონფლიქტისა და ქრონიზმის რისკებს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გააჩნია გაუმართლებლად ფართო დისკრეცია მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში, რის შედეგადაც მოსამართლეები დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე ინიშნებოდნენ. შედეგად თანამდებობაზე სამ წლიანი გამოსაცდელი ვადით გადაინიშნა, ლევან მურუსიძე, ხოლო უვადოდ დაინიშნენ: მანუჩარ კაპანაძე (სულხან მოლაშვილის საქმე), გიორგი გოგინაშვილი (სერგო თეთრაძის საქმე) და სხვა ისეთი მოსამართლეები, რომელთა მიერ წარსულში განხილული საქმეები არადამაკმაყოფილებელ პროფესიულ რეპუტაციაზე მიუთითებდა.

სასამართლოში არსებობენ გავლენიანი მოსამართლეები, რომლებიც ძირითადად საბჭოში ერთიანდებიან და აქვთ მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენის სხვადასხვა ბერკეტი. მათ შორის: მოსამართლეთა დისციპლინირების, დანიშვნის/გათავისუფლების, დაწინაურების, დანამატების განსაზღვრისა და სასამართლოს თავმჯომარეების დანიშვნის მექანიზმები, რაც ხშირად, მოსამართლეთა ამ გავლენიანი ჯგუფის მიერ, შერჩევითად გამოიყენება. აღნიშნული ბერკეტები ქმნის მოსამართლეებზე არასათანადო ზემოქმედების საფრთხეებს, რაც, თავის მხრივ, ზრდის კორუფციის რისკებს. სასამართლოში ასეთ გავლენიან მოსამართლებად მიიჩნევიან: მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია, ლევან მურუსიძე, გიორგი მიქაუტაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, ლევან თევზაძე, ვასილ მშვენიერაძე, სერგო მეთოფიშვილი, შოთა გეწაძე, დავით მამისეიშვილი.

მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს გავლენიანი მოსამართლეების მიერ სისტემაში განსხვავებული აზრის დევნა. ამის მაგალითია, ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობის" წევრების სისტემიდან თანდათანობით განდევნა. თავდაპირველად ასოციაცია 50-მდე მოქმედ მოსამართლეს აერთიანებდა, დღეის მდგომარეობით, მასში, არცერთი მოქმედი მოსამართლე წევრი აღარ ირიცხება - მოსამართლეების ნაწილი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ თანამდებობაზე აღარ გადაინიშნა, ხოლო ნაწილმა საკუთარი ინიციატივით დატოვა ასოციაცია. განსხვავებული აზრის მიუღებლობის მაგალითია ასევე მოსამართლე ირაკლი შავაძის განცხადებები.

სასამართლოსადმი უნდობლობას ასევე აძლიერებს ისიც, რომ წლების განმავლობაში სასამართლოებისა და კოლეგია/პალატების თავმჯდომარეების პოზიციები უკავია მოსამართლეთა ერთი და იგივე მცირე ჯგუფს, რომლებიც დანარჩენი მოსამართლეების უფროსებად აღიქმებიან. ეს მოსამართლეები გავლენიან მოსამართლეებად მიიჩნევიან სისტემაში.

არ არსებობს სასამართლოში კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანი სისტემა. რეაგირების გარეშე რჩება, როგორც დანაშაულის შესაძლო შემთხვევები, ასევე შესაძლო დისციპლინური გადაცდომები. მაგალითად, ე.წ. „ტესტების საქმის" გამოძიება 2016 წელს დაიწყო, თუმცა გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის კვლავაც უცნობია. ასევე საბჭოს მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის - ვალერიან ცერცვაძის მიერ სასამართლოს რესურსების უკანონოდ გამოყენების ფაქტი. საქმესთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 2016 წელს დისციპლინური საჩივრით მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თუმცა საბჭოს მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.

პროფესიულ წრეებში არსებობს მკაფიო მოსაზრებები, რომ სასამართლოში კორუფციული გარიგებები ხორციელდება. განსაკუთრებით საგანგაშოა კვლევის ფარგლებში რიგი ადვოკატების მიერ გამოთქმული პრეტენზიები საქმეთა კორუფციული გარიგებების გზით გადაწყვეტის შესახებ. პროფესიულ წრეებში საუბრობენ, რომ სასურველი შედეგის მისაღებად საქმე უნდა „დალაგდეს" გავლენიან მოსამართლეებთან , რომლებსაც სისტემაში „ბოსებად" მოიხსენიებენ.

საქართველოში სასამართლო სისტემის პრობლემურ მდგომარეობაზე საუბრობენ ასევე ბიზნეს ასოციაციები, მათ შორის მნიშვნელოვანი ინვესტორები. მათ მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე ეფექტიანი რეაგირება არ ხდება, რაც, მათ შორის, მნიშვნელოვნად აზიანებს საინვესტიციო გარემოს ქვეყანაში. ასეთ მაგალითად შეიძლება დავასახელოთ „ფილიპ მორისის" საქმე. აღნიშნული საქმე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომაც" შეისწავლა, სადაც საფუძვლიანი კითხვები გაჩნდა საქმის ობიექტურ განხილვასა და სასამართლოს მიუკერძოებულობასთან დაკავშირებით.

საზოგადოების ნდობა ვერ დაიმსახურა სასამართლოს მიერ პოლიტიკურად სენსიტიური საქმეების განხილვამ. გარკვეული ეჭვები გაჩნდა პოლიტიკურად მოტივიებული გადაწყვეტილებების მიღების თაობაზე. მაგალითად ასეთი ეჭვები წარმოიშვა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ისა და ე.წ. „კაბელების საქმის" განხილვების დროს.

პრობლემების მოგვარების მიზნით, მნიშვნელოვანია:

საგამოძიებო ორგანოებმა და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მოახდინონ ეფექტიანი რეაგირება სასამართლოში კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე, ხოლო სასამართლო სისტემასთან და მის მოხელეებთან დაკავშირებული ყველა მიმდინარე გამოძიება დროულად უნდა დასრულდეს.

მიღებულ იქნას საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც შეამცირებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადამეტებულ უფლებამოსილებებს. კანონით გარანტირებული უნდა იყოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინსტიტუციური და ფუნქციონალური დამოუკიდებლობა. გარდა ამისა, საბჭოს არ უნდა ჰქონდეს სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნის უფლებამოსილება- თავმჯდომარეები თავად მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ.

სასამართლოების თავმჯდომარეებს უნდა ჩამოერთვას ის უფლებამოსილებები, რომლებიც მათ საქმეთა განაწილების ელექტრონულ სისტემაზე მანიპულირების შესაძლებლობას აძლევთ. მათ შორის, თავმჯდომარეებს უნდა ჩამოერთვათ უფლებამოსილება, ერთპიროვნულად განსაზღვრონ ვიწრო სპეციალიზაციის შემადგენლობა სასამართლო კოლეგიებში, რაც საქმეთა განაწილების მოქმედი წესის მიზნების საპირისპიროდ, საქმეთა განაწილებაში არასათანადო ჩარევის სერიოზულ რისკებს შეიცავს.

უნდა გაძლიერდეს მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების მექანიზმები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის დამოუკიდებლობის გარანტიები მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს. მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის არსებული ფართო და ბუნდოვანი საფუძვლები უნდა დაკონკრეტდეს და შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან.

იმედს ვიტოვებთ, რომ კვლევის შედეგად გაკეთებული მიგნებები და რეკომენდაციები გათვალისიწნებული იქნება საბჭოს წევრების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ.

კვლევის მეთოდოლოგია: წინამდებარე კვლევაში მოცემული ძირითადი მიგნებებისასამართლო სისტემის მდგომარეობის სიღრმისეული კვლევის შედეგად გაკეთდა, რაც მოიცავს არსებული კანონმდებლობის დეტალურ ანალიზს, ბოლო წლების რამდენიმე გახმაურებული საქმის შესწავლას, ჩაღრმავებულ ინტერვიუებს სამართლის სფეროს სპეციალისტებთან და საზოგადოებრივი აზრის მონაცემების ანალიზს. ამასთან კვლევაში განხორციელებული მიგნებები არ ეყრდნობა ანგარიშში მოცემულ ინტერვიუებს და ისინი მხოლოდ და მხოლოდ პროფესიულ წრეებში არსებული განწყობების დემონსტრირებას ისახავს მიზნად" - აღნიშნულია კვლევაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42