ვინ არის საქართველოში დაკავებული სერქან კურტულუში, რომლის სახელსაც რუსი სამხედრო მფრინავის მკვლელობა უკავშირდება
პოლიტიკა - 11:56, 05 Jul, 2018     4577
უკვე ერთი კვირაა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, წინასაექსტრადაციო პატიმრობაში თურქეთის მოქალაქე სერქან კურტულუში იმყოფება. იგი თურქეთის ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური ორგანიზაცია „რუხი მგლების“ ცნობილი და აქტიური წევრია. „რუხი მგლები“ (Bozkurtçular) რამდენიმე ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.


40 წლის კურტულუში ქართველმა სამართალდამცველებმა 27 ივნისს ბათუმში დააკავეს. კურტულუშის მხარდამჭერი თურქი ნაციონალისტები, როგორც მუსტაფა დესტიჯის „დიდი ერთობის“ (Great Unity Party), ისე პრეზიდენტ ერდოღანის კოალიციური პარტნიორის დევლეთ ბაჰჩელის „ნაციონალისტური მოძრაობის“ პარტიიდან (Nationalist Movement Party) აცხადებენ, რომ მისი დაპატიმრება მოულოდნელი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა სერქან კურტულუში ბათუმში არ იმალებოდა. მისი სოციალური ქსელებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს ტერიტორიაზე, კურტულუშს საკმაოდ აქტიური ცხოვრების რეჟიმი ჰქონდა.

ურქეთის პროკურატურა კურტულუშს ქალაქ იზმირის „შეიარაღებული კრიმინალური დაჯგუფების ლიდერად“ მიიჩნევს. ბრალდების მიხედვით, ამ დაჯგუფებამ ჯამში, ბიზნესმენებზე 26 შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო. ასევე დაკავებული იყო ადამიანების გატაცებით, შანტაჟით, დაშინებითა და ფულის გამოძალვით. კურტულუშს 2017 წლის დეკემბერში იზმირში ერთი ბიზნესმენის მკვლელობაშიც ედება ბრალი.

სერქან კურტულუში თურქეთის კიდევ ერთ მოქალაქე არფასლან ჩელიქთან ერთად თურქეთის გარკვეულ ისლამურ და ნაციონალისტურ წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ჯერ ერაყის, შემდეგ კი სირიის სამოქალაქო ომში, იქ მცხოვრები თურქულენოვანი უმცირესობის - თურქმანების მხარდასაჭერად.

„სირიის თურქმანების ბრიგადებში“ ჩელიქი „მეათე ბრიგადის“ ერთ-ერთი მეთაური, ხოლო - კურტულუში მისი მარჯვენა ხელი იყო. სწორედ მათ სახელს უკავშირდება 2015 წლის ნოემბერში რუსი სამხედრო მფრინავის ოლეგ პეშკოვის მკვლელობა.


სრულად იხილეთ ამერიკის ხმა-ზე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42