აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის დეპუტატები მთავრობის ხელმძღვანელის კანდიდატურასთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციებს მართავენ და ორ დღეში ისინი პრეზიდენტს საკუთარ კანდიდატს წარუდგენენ. საბოლოდ შეთანხმება კი გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციების შემდეგ მოხდება.
"ქართული ოცნების" ადგილობრივი წარმომადგენელი კონკრეტულ კანდიდატებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა ადასტურებს რომ ერთ-ერთ კანდიდატად საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი, თორნიკე რიჟვაძე სახელდება.
რაც შეეხება ოპოზიციას, მათი აზრით გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.
"ნებისმიერ კანდიდატი, რაც არ უნდა იდეალური იყოს, ის დაემორჩილება ბიძინა ივანიშვილს, ის არ იქნება ანგარიშვალდებული მოსახლეობასთან და ისევ დამოკიდებული იქნება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებზე და რა თქმა უნდა იძულებული იქნება რომ ასიამოვნოს არაფორმალურ მმართველს,"-აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია აბულაძე.
მასალის გამოყენების პირობები






