საქართველოსა და ჩინეთს შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკება გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:30, 04 Jul, 2018     1702
3-4 ივლისს სასტუმრო „თბილისი მერიოტში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობით „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების" პროექტის ტექსტზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. ქართული მხარის მხრიდან შეთანხმების ინიცირებას წინ უძღოდა ქართველი გადამზიდავების თხოვნა ჩინეთთან საავტომობილო გადაზიდვების დაწყების მიზნით შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის შექმნის შესახებ.


მოლაპარაკებების ფარგლებში შეთანხმდა პროექტის ძირითადი დებულებები და გაფორმდა შესაბამისი ოქმი. ტექსტზე საბოლოოდ შეჯერების (მოლაპარაკებების მეორე რაუნდი) მიზნით ჩინურმა მხარემ ქართული მხარე მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მიიწვია. მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი გახდება შეთანხმების ხელმოწერა.

შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მოცულობების გაზრდასა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკურ თანამშრომლობას.

შეთანხმების პროექტით განსაზღვრულია სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ, სატრანზიტო ან მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან მიმოსვლაში კვოტირებული ნებართვების საფუძველზე, რომელთა რაოდენობასაც მხარეები ყოველწლიურად განსაზღვრავენ შეთანხმების საფუძველზე და აღნიშნულ ნებართვის ბლანკებს გაცვლიან ერთმანეთში.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის საავტომობილო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გადამზიდველებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში.

შეთანხმების გაფორმებას დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე საქართველოს მიმართულებით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვის მიზნით.

მოლაპარაკებაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის საავტომობილო გადაზიდვების განვითარება, სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვებთან ერთად, თანამშრომლობის გაღრმავებისა და ჩინეთის ინიციატივის - "ერთი გზა, ერთი სარტყელის" რეალიზაციის საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის, სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს", ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42