„ეკონომიკური მოდერნიზაციის დოკუმენტი, რომელიც შევიმუშვეთ, არის რევოლუციური გარღვევა უკრაინის ეკონომიკის განვითარებისთვის. განვითარების 7 პუნქტი, რომელსაც მოდერნიზაციის აქტი მოიცავს, სრულიად გარდაქმნის და თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას და უკრაინელ ხალხს.
25 წლის მანძილზე იქმნებოდა უკრაინაში, ეკონომიკური კონცლაგერი. ამან, ჩამაოაყალიბა ოლიგარქიული სისტემა, სადაც რეგულაციების გავლა მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ. ამ აქტით კი ჩვენ ვქმნით თავისუფალი გავნითარების შესაძლებლობას ბიზნესისთვის და თვითრეალიზების შესაძლებლობას უკრაინელი ხალხისთვის.
ამ აქტით, უკრაინა სერიოზულად გააძლიერებს კორუფციასთან ბრძოლას“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
უკრაინის ეკონომიკური მოდერნიზაციის აქტი დღეს დაამტკიცეს. ღონისძიებას პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და უკრაინის ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეგახსენებთ, უკრაინის რადამ, რამდენიმე თვის წინ დაამტკიცა კანონპროქტი ანტიკორუფციული სასამართლოს შესახებ, რომელიც „ინოვაციებისა და განვითარების ფონდმა“ შეიმუშვა.

მასალის გამოყენების პირობები






