მამაკაცი მაშინ დააკავეს როდესაც ის კოლეგების საკვებში საწამლავის შერევას ცდილობდა. დაზარალებულმა პირმა თავის საკვებში საეჭვო რამ აღმოაჩინა და ამის შესახებ ხელმძღვანელობას აცნობა. სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ეჭვმიტანილი მამაკაცი დაზარალებულის საკვებში ფხვნილისმაგვარ ნივთიერებას ურევდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ნივთიერება საწამლავი იყო, რომელსაც ადამიანის ორგანოების სერიოზული დაზიანება შეეძლო.
ეჭვმიტანილის სახლში სხვადასხვა მომწამვლელი ნივთიერებები აღმოაჩინეს. ამასთანავე პოლიციამ გაარკვია რომ 2000 წლიდან ამ კომპანიის 21 თანამშრომელი გულის შეტევით და სიმსივნით გარდაიცვალა. ექსპერტების შეფასებით მათი სასიკვდილო დაავადებების მიზეზი შესაძლოა სწორედ მძიმე მეტალებით მოწამვლა გამხდარიყო.
ამ დროისთვის უცნობია მიზეზი, რის გამოც მამაკაცი თანამშრომლებს ხოცავდა, რადგამ ის ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები






