გავრცელებულ ინფორმაციას იოსებ სიგუას ტანამდებობიდან წასვლის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ეხმაურება. მეზვრიშივილი გავრცელებულ ცნობას არ ადასტურებს. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შსს-ს თანამშრომელი იოსებ სიგუა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ გამოცხადდა გუშინ საგამოძიებო კომისის სხდომაზე.
„იოსებ სიგუას მიერ თანამდებობის დატოვებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. იგი იმყოფებოდა შეუძლოდ, რამაც გარკვეული კითხვები გააჩინა საზოგადოებაში, რაც ჩემთვის გაუგებარია, რადგან პოლიცილებსაც აქვთ უფლება გახდნენ ავად. როგორც კი გამოჯანმრთელდება, ეს ადამიანი გამოცხადდება კომისიაზე. ის დაგეგმილად არ გახდა ცუდად და ვერ ჩააყენა პარლამენტი საქმის კურსში, როგორც კი ამის შესახებ ცნობილი გახდა კომისიას ინფორმაცია მივაწოდეთ. კომისიაში გამოცხადების და საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების არანაირი პრობლემა სამინისტროს არც ერთ წარმომადგენელს არ აქვს“, –განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






