"სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოფო კილაძის განცხადების გამო პროკურატურას მიმართავს.
კუპრავა წერს, რომ დეპუტატმა მას საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უთხრა, რომ რამდენიმე კვირის წინ ვილნიუსში იმყოფებოდა, რის შესახებაც თავად საჯაროდ არგანუცხადებია, ამიტომ ზვიად კუპრავა მიიჩნევს, რომ კილაძეს ეს ინფორმაცია სპეცსამსახურებისგან ჰქონდა და პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს.
"სარალიძის საქმეზე შქმნილ საპარლამენტო კომისიაზე, კომისიის წევრმა სოფიო კილაძემ მითხრა, რომ რამოდენიმე კვირის წინ, მაშინ როდესაც იყო ძალიან დაძაბული სიტუაცია, მე ორი დღით წავედი ვილნიუსში.
აღნიშნულის შესახებ მე არ განმიცხადებია საჯაროდ, არ გადამიღია ფოტოები და მითუმეტეს არაფერი მითქვამს სოფიო კილაძისთვის.
შესაბამისად, საინტერესოა თუ საიდან ჰქონდა მას ეს ინფორმაცია?!
მინდა შევახსენო ქალბატონ სოფოს, რომ საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ, უცხო ქვეყანაში თვალთვალი არის დანაშაული, ჯაშუშობა.
მადლობა მას, გომელაურის და მისი უწყების დასმენისთვის.
ხვალ, 11 საათზე შემაქვს განცხადება დიღომში თბილისის პროკურატურაში და მოვითხოვ გამოძიების დაწყებას აღნიშნულთან დაკავშირებით"- წერს კუპორავა.
მასალის გამოყენების პირობები






