„ანაკლია სითიმ“ და აზიაში ყველაზე მსხვილმა ლოგისტიკურმა კომპანიამ Kerry Logistics-მა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:26, 04 Jul, 2018     1569

„ანაკლია სითიმ“ და Kerry Logistics-მა სტრატეგიული თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმება ითვალისწინებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებისთვის თანამშრომლობას, რომელშიც აზიის ბაზრის ლიდერი Kerry Logistics-ი და მისი წევრი კომპანიები აქტიურ მონაწილეობას გეგმავენ.

Kerry Logistics-ი ლოგისტიკური მომსახურების ყველაზე მძლავრი ქსელის მმართველია დღეს აზიაში და მსოფლიოს 55 ქვეყანასა და ლოკაციაზე 1000-ზე მეტ მომსახურების პუნქტს ფლობს. აბრეშუმის გზის ინიციატივა „სარტყელი და გზის“ ფარგლებში, ის საკუთარ ქსელს ევრაზიის კონტინენტზეც აფართოებს. კორპორაციის წევრი კომპანია Globalink-ი, რომელსაც დსთ-ს ქვეყნების ბაზარზე მოქმედების 20-წლიანი გამოცდილება აქვს, უკვე მუშაობს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში.

ხელმოწერის დოკუმენტი გაფორმდა „ანაკლია სითისა“ და Kerry Logistics-ის წევრ კომპანიას Globalink-ს შორის, რომლის კავკასიაში მუშაობის გამოცდილებაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, ანაკლიაში ლოგისტურ ასპექტსა და მულტიმოდალური გადაზიდვების მიმართულებით თანამშრომლობისთვის.

ედვარდო ერნიმ, კომპანია „ქერი ლოგისტიქსის“ ჩინეთისა და ჩრდილოეთი აზიის მიმართულების მმართველმა დირექტორმა, განაცხადა: „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ ამ საინტერესო პროექტში. ანაკლია კავკასიის რეგიონში ტვირთების ძირითადი გამშვები კარიბჭეა. კომპანია „გლობალინქის“ საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობის გამოცდილების და ევრაზიაში ჩვენი ფართო მულტიმოდალური გადაზიდვების ქსელის გათვალისწინებით, ვგეგმავთ, ანაკლიის პორტს შევთავაზოთ ლოგისტიკურ, საზღვაო-სარკინიგზო და საზღვაო-სახმელეთო მომსახურებაში ინოვაციური გადაწყვეტილებები, რაც თავის წვლილს შეიტანს პროექტის რეგიონში წარმატებულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებაში“.

სს „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი, ქეთი ბოჭორიშვილი: „მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ კომპანია „ქერი გლობალინქთან“, რომელიც კარგად იცნობს კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიას და აქვს ამ რეგიონებში მოღვაწეობის გამოცდილება. ანაკლიის პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტების განხორციელება გულისხმობს თანამედროვე ლოგისტიკურ ქსელს, სავაჭრო და ბიზნესპლატფორმას, რომელიც შეასრულებს საკვანძო როლს საქართველოს გარე სამყაროსთან დაკავშირებისთვის. „შუა დერეფნის“ გათვალისწინებით, იგი მდებარეობს უმოკლეს მარშრუტზე ჩინეთ-ევროპასა და ინდოეთ-ევროპას შორის. ანაკლიის პროექტების განხორციელება გზას გაუხსნის 150-მილიონიან ბაზარს და აზია-ევროპის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას შეასრულებს“.

2018 წლის 28 ივნისს ჰონგ-კონგმა და საქართველომ ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ეს არის პირველი ამგვარი შეთანხმება ჰონგ-კონგსა და კავკასიის რეგიონის ქვეყანას შორის. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოიცავს ვაჭრობის, დაბანდებების, დავების გადაჭრის მექანიზმს და სხვა საკითხებს.

ანაკლია სტრატეგიულადაა განლაგებული ჩინეთ-ევროპის დამაკავშირებელ უმოკლეს სავაჭრო გზაზე. იგი წარმოადგენს ტვირთის გადაზიდვისთვის საკვანძო პუნქტს ზღვაზე გასასვლელის არმქონე ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებისთვის. სპეციალური ეკონომიკური ზონა და ანაკლიის პორტი, რომლის ამოქმედება 2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება, ითვალისწინებს თანამედროვე ლოგისტიკურ და ინდუსტრიულ პარკებს, რომლებიც ინტეგრირებული იქნება საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურაში.

Kerry Logistics-ის შესახებ

Kerry Logistics Network Limited-ი სატრანსპორტო და ლოგისტიკური სერვისების წამყვანი კომპანიაა აზიის რეგიონში, რომელმაც ევროპის რეგიონში გაფართოება ინიციატივა „სარტყელი და გზის“ ფარგლებში დაიწყო. 2015 წელს კომპანიამ გააფორმა შეთანხმდება ჩინეთის რკინიგზასთან - Railway Import and Export Company, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიაა. ხელშეკრულება ითვალისწინებს სარკინიგზო გადაზიდვების განვითრებას ევროპასა და აზიას შორის აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში და ამ დროისთვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გადაზიდვები უკვე მიმდინარეობს. 2017 წელს, დსთ-ს ქვეყნებში წამყვანი ლოგისტიკური კომპანია Global Link Logistics-ი Kerry Logistics-ის ნაწილი გახდა და კომპანიის ევრაზიულ რეგიონში გაფართოება დაიწყო. 2018 წლის ივნისში, Kerry Logistics-მა აამოქმედა პროექტი სარკინიგზო და სატრანსპორტო გადაზიდვებისა ჩინეთსა და კავკასიასა და ჩინეთსა და თურქეთს შორის, სადაც საქართველო მონაწილეობს, როგორც სატრანსპორტო დერეფანი.

Kerry Logistics-ი ამჟამად მართავს მსოფლიოს 52 მილიონ კვ. ფუტზე განთავსებულ ობიექტებს. ის ჰონგ კონგის საფონდო ბირჟის მთავარი საბჭოს სიაში ირიცხება. ასევე, სპეციალურ წევრადაა შეყვანილი 2017-2018 წლების სერიის ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟის ინდექსში.

სს „ანაკლია სითის“ შესახებ

2017 წელს შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ (ADC) აქციონერებმა დააფუძნეს სს „ანაკლია სითი“, რომელიც ახორციელებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მიმდებარედ და პორტთან ინტეგრირებული მასშტაბური სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტს. ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის საწყის ეტაპზე 400 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე შეიქმნება ლოგისტიკური და მსუბუქი მრეწველობის პარკები, სადაც განთავსდება დამხმარე სავაჭრო და ბიზნეს ობიექტები. გრძლევადიან პერსპექტივაში, პროექტი მოიცავს დაახლოებით 2000 ჰექტარზე განთავსებულ სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებს. პროექტით გათვალისწინებულია ევროპა-აზიის გადაკვეთაზე სატრანსპორტო და ბიზნესჰაბის შექმნა. ADC-ი არის საერთაშორისო კომპანიების კონსორციუმი, რომელსაც 52 წლით მიენიჭა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების, დაპროქტების, დაფინანსების, მშენებლობის, ოპერირების და მართვის უფლება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42