„საქართველოს აქვს უფლება შეუერთდეს ნებისმიერ ალიანსს, სამხრეთ ოსეთი ამაში ხელს ვერ შეუშლის, მაგრამ ამავე დროს შეუძლებელია ამან შეშფოთება არ გამოიწვიოს. ამიტომ კეთდება ყველაფერი, რომ რესპუბლიკის ხალხი მოსალოდნელი პროვოკაციებისა და ძალისმიერი სცენარებისგან დავიცვათ. ამიტომაც სამხრეთ ოსეთი რუსეთთან ერთად ქმნის უსაფრთხოების კონტურებს და ამ კუთხით მიღებული ზომები უნდა პასუხობდეს ჩვენს საზღვრებთან ნატოს ძალების გამოჩენის შესაძლებლობასაც. დღეისთვის რუსეთის სამხედრო კონტინგენტის ან ბაზების დამატებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.“- განაცხადა ბიბილოვ მა.
შეგახსენებთ საქართველოსნ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მაისის თვეში განაცხადა, რომ საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი შესაძლოა 2021 წელს გახდეს. ამასთანავე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჯერ კიდევ აპრილის თვეში განაცხადა, რომ საქართველოს ალიანსის წევრობის პოტენციალი აქვს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი სამიტს 2018 წლის 11-12 ივლისს ბრიუსელში გამართავს, ნატოს ხელმძღვანელობის თქმით, სამიტზე დაფიქსირებული იქნება ის პროგრესი რომელსაც საქართველომ გაწევრიანების გზაზე მიაღწია.
მასალის გამოყენების პირობები






