„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ნომერ პირველ ტეროტისტთან, აჰმედ ჩატაევთან კავშირისთვის დაკავებული მარგოშვილი სასამართლოს წინაშე დეტალიურად მოყვება რა მისიით მიავლინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2016 წლის იანვარში, აჰმედ ჩატაევთან და რა მესიჯი დააბარა ტერორისტმა გომელაურის უწყების მაღალჩინოსნებთან.
კონკრეტული გვარების გარდა, ბრალდებული სავარაუდოდ, ჩატაევის ქართულ ბიზნესთან კავშირზეც ისაუბრებს.
უფრო კონკრეტულად, „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი „ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ ახმედ ჩატაევს 300 000 აშშ დოლარი ჰქონდა ხორცის ბიზნესში ჩადებული, თუმცა ის „ბიზნესპარტნიორებმა“ გადააგდეს.
აღსანიშნავია, რომ რამაზ მარგოშვილმა ეს ფაქტი საკუთარ ჩვენებაშიც დაადასტურა. (ჩვენება იხილეთ, მასალის ბოლოს).
„ნიუპოსტი“ მეტი დეტალის გასარკვევად ელსო კილაძეს დაუკავშირდა. „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი აცხადებს, რომ მარგოშვილი სუს-ის აგენტია, მისი სკანდალური განცხადებები კი უწყებაში არსებული შიდა დაპირისპირების გამოვლინება.
„ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქვეყანაში აჰმედ ჩატაევის სკანდალი აგორდა, მივიღე ინფორემაცია იმის თაობაზე, რომ ჩატაევს საქართველოში 300 000 აშშ დოლარი ხორცის ბიზნესში ჰქონდა დაბანდებული. ჩემი ინფორმაციით, ის გადააგდეს, და ცდილობდა თანხა იმ ადამიანებისგან ამოეღო ვისაც აღნიშნული თანხა ჩაუდო. ამ ტანხის ამოსაღებად სხვადასხვა პირები დადიოდნენ - მათ შორის თანხის ამოღებას ცდილობდა ჯაბრაელ მარგოშვილი, რომელიც რამდენიმე ადამიანს შეხვდა. მარგოშვილი ის პირია, რომელიც 2013 წელს, ციხიდან გათავისუფლებულ „ცალხელა ახმედს“ საპატიმროსთან დახვდა და ეხვევა.
რაც შეეხება რამაზ მარგოშვილს, როგორც ირკვავა ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიმაკაძის დავალებით, სირიაში ჩავიდა და აჰმედ ჩატაევს შეხვდა, სადაც ირკვეოდა გარაცებული ორი ესპანელის ბედი. ეს უკვე ადასტურებს აჰმედ ჩატაევის კავშირს ქართულ სპეცსამსახურებთან, იმიტომ რომ რეალურად, ასე ვერავინ გააგზავნიდა ჩატაევთან შუამავალს.
მე არ მოვერიდები ამ შეფასებას და გეტყვით, რომ რამაზ მარგოშვილი სუსი-ს აგენტია და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იმდენად მძაფრი შიდა დაპირისპიებაა უსაფრთხოევის სამსახურში, რომ ერთმანეთზე კომპრომატების გამოყრა დაწყებულია, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. ხვალ არის პროცესი და ვატყობ ძალიან საინტერესო დეტალები გაირკვევა“- უთხრა „ნიუპოსტს“ ელისო კილაძემ.
„ნიუპოსტი“ ბრალდებულ რამაზ მარგოშვილის ჩვენებას გთავაზობთ:
„2016 წლის იანვარში ირაკლი ჩიმაკაძემ მთხოვა, ჩამოვსულიყავი თბილისში და მოდულის შენობაში შევხვედროდი მას, მე შევხვდი ჩიმაკაძეს, რომელმაც მთხოვა, წავსულიყავი სირიაში ახმეტ ჩატაევთან კონკრეტული საკითხის გარკვევის მიზნით. ჩიმაკაძემ მითხრა, "ამით შენ ქვეყანას დაეხმარები და შენი ქვეყნისათვის გააკეთეო ეს, ვინაიდან საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანიაო". ჩიმაკაძემ მითხრა, რომ „ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან მძევლები ჰყავთ სირიაში, ესპანელი რეჟისორები, ეჭვი გვაქვს ისინი დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ ჰყავს მძევლად ჩაგდებული და ამ პირების შესახებ გვინდა ინფორმაცია, სად არიან და ცოცხლები თუ არიანო". დამარწმუნა, რომ საქართველოსათვის მნიშვნელოვანი იყო ეს საკითხი მეგობარ ევროპულ ქვეყანასთნ ურთიერთობებიდან გამომდინარე და დავეთანხმე, ვინაიდან თუ საქართველოს ვჭირდებოდი, მე თუნდაც საკუთარი რისკის ფასად უნდა გამოვდგომოდი ჩემს ქვეყანას. მკითხეს, თანხა რამდენი დაგჭირდება გზისთვისო. მე ვუთხარი, რომ ჯერ თურქეთში ჩვალ და გავარკვევ შევძლებდი თუ არა გადასვლას და თუ შევძელი შემდეგ შეგატყობინებთთქო. თავიდან 1500 აშშ დოლარზე მომაწერინეს ხელი და მომცეს 1000 აშშ დოლარი გზისთვის და სასტუმროსთვის. ჩვედი სტამბულში, აქედან წავედი აქსარაიში, 2-3 დღე დავრჩი სასტუმროში სანამ მოვიძიებდი კონტაქტებს, მერე სხვა რაიონში გადავედი, სადაც ბიჭები იყვნენ ერთდ, მათ დაველაპარაკე და ერთ–ერთმა მომცა პირობა, რომ გამიყვანდა სირიაში, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ის თანხა, რაც მომცეს, თითქმის დაიხარჯა. ოცი დღე დამჭირდა ლოდინი, რომ ჩემს მეგზურს წავეყვანე სირიაში, რომელმაც მითხრა, რომ გამცილებელს უნდა 1500 აშშ დოლარიო, ხოლო 500$ საჭირო იყო გზისთვის და სხვა ხარჯებისათვის. ვიღაცა ქალის სახელით გადმომირიცხეს ეს თანხა ორი ათას ამერიკული დოლარი. სირიის ტერიტორიაზე მიმიყვანეს პატარა მიტოვებულ სოფელში, სადაც ზეთისხილის პლანტაციები იყო გაშენებული. აქ, ამ სოფელში შევხვდი ჩატაევს. მე მას ვუთხარი რატომაც ვიყავი ჩასული და ვთხოვე, დამხმარებოდა მძევლების მოძებნაში. ჩატაევმა ხალხი გააგზავნა ესპანელების მოსაძებნად, ჩემი ხალხი ყველა ციხეს მოინახულებენ და თუ აქ არიან, ვიპოვითო. ესპანელების სურათები იმ ბიჭებს, ვისთნაც ვცხოვრობდი, გადაგზავნილი ქონდათ უკვე ჩტაევთან. ჩატაევი მესაუბრა ვალებზე, რომელიც ქონდა ალეკო თალაკვაძეს და უნდოდა, ამ ფულების დაბრუნება. გააკეთა ხმოვანი შეტყობინაბა და გადმომცა. მითხრა, "ეს ფული თუ არ დაბრუნდებოდა, იძულებული გავხდები, რომ საქართველოში ჩვიდე ამ ფულის გამოო". მე იმავე დღეს დავბრუნდი თურქეთში, სტამბულში და ველოდებოდი პასუხს სირიიდან მძევლების თაობაზე. 5 დღის მერე პასუხი მოვიდა მძევლებთნ დაკავშირებით, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მეომრებს ის ხალხი არ ყავდათ. თურქეთიდან დავბრუნდი თბილისში, ის ჩიპი, რაც ალეკო თალაკვაძისათვის გამომატანა ახმეტ ჩატაევმა, მივუტანე ხვიჩა ლორიას და ვუთხარი, რომ "ამ ფულს 300 ათასი დოლარის ითხოვს და უნდა დაუბრუნდეს ფული, რომ ამ ფულის გამო არ ჩამოვიდეს საქართველოშითქო". მე ამ საკითხზე რამდენჯერმე დამიბარეს სუსში, სადაც დეტალურად გამომკითხეს ყველაფერი...
სირიიდან დაბრუნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ დამეკონტაქტნენ სუსიდან და მითხრეს, რომ უნდა ჩმოვსულიყავი თბილისში დაუყოვნებლივ. მე ჩამოვედი, თბილისში, ორთაჭალაში დამხვდა ხვიჩა ლორია, იქიდან წავედით ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბინაში, სადაც დამხვდა ირაკლი ჩიმაკაძე, რომელიც გველოდებოდა ბინაში. ირაკლი ჩიმაკაძემ მითხრა, „ხიზირ, სტუმრები გვყავსო, უცხოელები არიანო, სირიაში რა საქმეზეც იყავი, მაგ საქმეზე არიან ჩამოსულიო. ყველაფერი მოუყევი იმ სტუმარსო , უნდა მოახსენო სირიაში ვიზიტის და ახმეტ ჩატაევთან შეხვედრის თობაზეო– როგორ გადახვედი, როგორ მოინახულე, ყველაფერი მოუყევი ამასო“. რაზედაც დავეთანხმე და ვუთხარი, რომ მოეყვანა, ვინაიდან მე ვიფიქრე, სირიაში რომ გამაგზავნეს მძევლების თაობაზე, სწორედ ამ საკითხზე უნდოდათ საუბრები. მოიყვანეს ის უცხოელიც, დავიწყეთ საუბარი ისეთ კითხვებს მისვავდა, რაც მე არ მომეწონა. დაინტერესებული იყო არა მძევლებზე, არამედ ახმეტზე. მე გავუბრაზდი და ვუთხარი, „ეს მახეა და რატომ დამიგეთთქო“. მე ახმეტაზე უცხოელს რატომ უნდა ველაპარაკოთქო იმ საკითხების ირგვლივ, რასაც ჩემგან ითხოვდნენ. ჩიმაკაძემ მითხრა, „ხიზირ, ილაპარაკე და ფულს გადაგიხდიანო“ მე უარი ვუთხარი, გავბრაზდი, „თქვენ მძევლები გაინტერესებდათ თუ ახმეტაზე ფულის გაკეთებათქო“. მე რომ მცოდნოდა, რომ გამოყენებული ვიყავი თქვენი პირადი მიზნებისათვის, არ ჩამოვიდოდი თბილისში ამ ხალხთნ შესახვედრადო და უარი ვუთხარი, ვინაიდან უკვე ძალიან ბევრჯერ დეტალურად ვიყავი გამოკითხული. ასევე ვუთხარი, რომ მე არ ვიყავი ანგარიშვალდებული უცხოელებთან სირიაში ჩასვლაზე და ახმეტ ჩტაევზე, ვუთხარი ბოლოსდაბოლოს ამიხსენით ვისი და რომელი ქვეყნის ინტერესებისათვის მიყენებთ მეთქი, მე ამას არაფერს არ ვეტყვითქო. განსაკუთრებით გამაღიზიანა ამ უცხოელებთან შეხვედგამ ჩემი გამოცდილების გამო, როდესაც ჩიმაკაძემ რამოდენიმეჯერ შემახვედრა ვიღაც უცხოელებს, რომლების მხრიდან ადგილი ქონდა სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას ჩემს მიმართ. ბოლოს მან მითხრა, „კარგი, ამ უცხოელს ნუ მოუყვები, მე მომიყევიო და მე კიდევ ერთხელ მოვუყევი ჩემი ვიზიტის თაობაზე. უკვე გასაგები იყო, რომ ეს ყველაფერი ჯიბის გავსებას ემსახურებოდა და ეს ხალხი სხვა ქვეყნის ინტერესებისათვის იყენებდა თვის ხალხს. მკითხეს, "საფრთხე ხომ არ გვემუქრება ჩატაევისგანო", რაზედაც ვუთხარი, რომ "მსგავს საუბარს ახმეტისგან არ ქონია ადგილითქო. მე ვიცი მისი განწყობა და დამოკიდებულება საქართველოს მიმართთქო“,– აცხადებს სამართალდამცავებსთვის მიცემულ ჩვენებაში მარგოშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






