მოიგე 700 000 ლარზე მეტი ჯეკპოტი სახლიდან გაუსვლელად - საქართველოს ეროვნული ლატარიის ონლაინ პლატფორმა 9 ივლისიდან ამოქმედდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:32, 04 Jul, 2018     1952
ტირაჟიანი „ლოტო 6/36“-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, საქართველოს ეროვნული ლატარიის ვებგვერდის www.lotto.ge.-ის საშუალებით შეიძინონ და შეავსონ ლოტოს ბილეთი და სახლიდან გაუსვლელად მოიგონ ჯეკპოტი.

საქართველოს ეროვნული ლატარიის ონლიანპლატფორმის ფორმირებაზე, კომპანიის ტექნიკურ გუნდთან ერთად, მუშაობდა ლატარიის კომპანიებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელი, მსოფლიოში ცნობილი პოლონური კომპანია „Loterity“, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ლატარიის ონლიანპლატფორმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო, სანდო და მოქნილი სისტემაა.

,,კომპანიის ონლაინპლატფორმაზე მუშაობის პროცესში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ვებვერდზე რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვა და მინდა აღვნიშნო, რომ ეს ამოცანა, ჩვენი პოლონელი პარტნიორების ხელშეწყობით, წარმატებით დავძლიეთ. საქართველოს ეროვნული ლატარია მომხმარებლებს მომავალშიც ბევრ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ლატარიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გედევანიშვილმა.

საქართველოს ეროვნული ლატარიის „ლოტო 6/36“-ის ინტერნეტით ბილეთის შეძენა შეეძლება მხოლოდ 18 წელს მიღწეულ მომხმარებელს. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც პირადი იმეილის, ისე Facebook-ისა და Google-ის ანგარიშების საშუალებით. რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელს შეექმნება პირადი ვირტუალური ანგარიში.

აღნიშნული რეგისტრაციით მომხმარებელი შეძლებს თანხის შეტანას თავის ვირტუალურ ანგარიშზე სპეციალიზებული მოწყობილობების საშუალებით, კერძოდ, საბანკო ბარათებით, სწრაფი გადახდის აპარატებითა და ელექტრონული საფულეებით. შემდგომში კი ბილეთების შესაძენად და მოგებული თანხის გასატანად მომხმარებელი ვალდებულია, შეავსოს რეგისტრაციის დამატებითი ველები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ან პასპორტის ნომერი, გეოგრაფიული მდებარეობა (ქალაქი, ქვეყანა), საცხოვრებელი მისამართი, სქესი, ტელეფონის ნომერი და გაიაროს ვერიფიკაცია.

ბილეთების შეძენის გარდა, მომხმარებელს საშუალება ექნება, მარტივად მართოს ანგარიში, მოგებული თანხა, განაღდების მიზნით, გადაიტანოს საკრედიტო ბარათსა და ელექტრონულ საფულეზე ან ვირტუალური ბალანსიდან შეიძინოს მომდევნო გათამაშების ბილეთები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ლატარია აქტიურად მუშაობს ISO სერტიფიკატის მიღებაზე, რაც გულისხმობს ტექნიკური უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობის აღიარებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42