"ხელისუფლების სახიფათო ექსპერიმენტები აჭარაში, ხაბაძე-პატარაძე დამნაშავეთა ჯაჭვია" - ოპოზიცია "კვირიკაშვილის კლანის ახალი კლანით" ჩანაცვლებაზე საუბრობს
პოლიტიკა - 12:10, 04 Jul, 2018     1137
აჭარის ოპოზიცია აჭარის მთავრობის გადადგომის მიზეზებზე საუბრობს. მათი თქმით, პატარიძე კვირიკაშვილის კადრი იყო და სწორედ ამიტომ გაუშვეს თანამდებობიდან.

„კვირიკაშვილის კლანი ახალი კლანით ჩანაცვლდა. ივანიშვილმა გაუშვა კვირიკაშვილი, ახლა მიადგა და მის კადრებსაც ხსნის თანამდებობიდან,“- განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის, პეტრე ზამბახიძის განცხადებით, „რეგიონის ლიდერები პირდაპირ დამოკიდებულებაში არიან ივანიშვილის ხელისუფლებასა და ივანიშვილზე და არა მოსახლეობის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი და არა უმაღლესი საბჭოს წინაშე".

მისივე შეფასებით, "ეს ასე თუ გაგრძელდა, მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება".

მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, არმაზ ახვლედიანიც.

"როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფალთ ძალიან არ უყვართ აჭარა. მათ არ უყვართ საქართველო. ასეთი წარუმატებელი და სახიფათო ექსპერიმენტები, რომელიც ჩვენს რეგიონში ტარდება, ვფიქრობ, რომ დანაშაულის ტოლფასია. ხაბაძე, პატარაძე - ეს არის დამნაშავეთა ჯაჭვი. დანაშაულზე ვსაუბრობ იმ ადამიანთა მხრიდან, რომლებიც ასე იღებენ გადაწყვეტილებას და რეგიონში ასეთ ბატონებს მოავლენენ"- ამბობს ახვლედიანი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თანამდებობას ტოვებს. 15:00 საათზე ზურაბ პატარაძე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42