მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, დაინტერესებულ პირებს მიწის ნაკვეთები 25-წლიანი იჯარის ნაცვლად, საკუთრებაში გადაეცემათ
პოლიტიკა - 11:20, 04 Jul, 2018     722

თბილისის მერია მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, დაინტერესებულ პირებს მიწის ნაკვეთებს 25-წლიანი იჯარის ნაცვლად, საკუთრებაში გადასცემს, - ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, რადგანაც მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა სასურველი შედეგით ვერ დასრულდა, ინტერესთა გამოხატვა მიმდინარე კვირაში კიდევ ერთხელ და შეცვლილი პირობებით გამოცხადდება.

„გასულ კვირას ვაცნობეთ საზოგადოებას, რომ ამ კონკრეტულ პროექტზე ადამიანებმა ინტერესი არ გამოხატეს. არის მოცემული სამი ლოკაცია - სადგურის მოედნის, მეტროსადგურ „ვარკეთილისა“ და გეგეშიძის სკვერის ტერიტორიები, რომლებიც ბაზრის კვლევის საფუძველზეა შერჩეული და სწორედ ის ადგილებია, სადაც მოსახლეობის მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. აქედან გამომდინარე, თბილისის მერია მზადაა, კერძო სექტორთან და ბიზნესთან ერთად, მიმდინარე კვირაში ინტერესთა გამოხატვა კიდევ ერთხელ გამოაცხადოს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, არის მოლოდინი, რომ ამჯერად, ბიზნესის მხრიდან ინტერესის გამოხატვა მაღალი იქნება.

„ჩვენ გვქონდა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა მას შემდეგ, რაც ინტერესი არ გამოიხატა. მათ კიდევ ერთხელ, დეტალურად გავაცანით პროექტი და ავუხსენით მისი მნიშვნელობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნესი დაინტერესდება. ამასთან, გამოცხადებული გვქონდა, რომ მიწის ნაკვეთებს დაინტერესებულ პირებს 25-წლიანი იჯარით გადავცემდით, თუმცა ამას ვცვლით და ნაკვეთებს ერთ ლარად, საკუთრებაში გადავცემთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ჯამურად, სამივე ლოკაციის შემთხვევაში, 715 ავტომობილისთვის განკუთვნილი მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა იგეგმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42