თავდაცვის სამინისტროს სკანდალური ტენდერი - უშიშროების საბჭოს მდივანი პარლამენტს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 10:54, 04 Jul, 2018     834
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნი თავდაცვის სამინისტროს სკანდალურ ტენდერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დავით რაქვიაშვილი მიზანშეწონილად მიიჩნევს პარლემენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი და ნდობის ჯგუფი დაინტერესდეს და გამოიკვლიონ აღნიშნული საკითხი.

"ბოლო დღეებში, ქართულ საზოგადოებაში აქტიურად განიხილება საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განხორციელებული შესყიდვები, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული ჯაშუშობისთვის გასამართლებულ პირთან დაკავშირებული ორგანიზაცია აღმოჩნდა.

თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული პროცედურები არსებული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა. შესაბამისად, ირკვევა, რომ არსებული პრაქტიკა არ გამორიცხავს ამ ტიპის შემთხვევების არსებობას წარსულში, ისევე, როგორც მათი გამეორების შესაძლობას.

აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე მიზანშეწონილი იქნება, თუკი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი და ნდობის ჯგუფი, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის ფარგლებში, დაინტერესდებიან და გამოიკვლევენ როგორც ამ კონკრეტულ, ასევე ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციურად საზიანო სხვა შესაძლო შემთხვევებს და შეიმუშავებენ კონკრეტულ წინადადებებს, რომლებიც მიმართული იქნება შესყიდვების მოქმედი პრაქტიკისა და კანონმდებლობის დახვეწაზე იმ ნაწილში, რაც პირდაპირაა დაკავშირებული ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანებთან.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის თავდაცვიუნარიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ პირებთან და/ან კომნპანიებთან „კანონიერმა“ თანამშრომლობამ, შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს იმ ნდობაზე, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქართულ საზოგადოებაში, სრულიად დამსახურებულად, სარგებლობს და აქედან გამომდინარე, წარმოქმნას ნეგატიური დამოკიდებულება, როგორც კონკრეტული სახელმწიფო უწყებების, ასევე მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის მიმართ" - აღნიშნულია უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42