კლინიკა „კარაპს მედლაინი“ უკვე 20 წელზე მეტია, რაც არსებობს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს პაციენტებს. კლინიკის წარმატებულ მუშაობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის: თანამედროვე ტექნოლოგიები, მაღალკვალიფიციური ექიმები, პაციენტებზე მორგებული მკურნალობის მეთოდები, უმტკივნეულო მკურნალობა, პაციენტებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება და ა.შ. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან „კარაპს მედლიანი“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ჯგუფს შეუერთდა, რომელსაც საქართველოში ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელი აქვს.
„კარაპს მედლაინის“ სერვისები
საწყის ეტაპზე „კარაპს მედლაინის“ ძირითადი მიმართულება პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია იყო, 2001 წლიდან კი მას მრავალპროფილური კლინიკის სტატუსი მიენიჭა. დღესდღეობით, „კარაპს მედლაინი“ პაციენტებს მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. კლინიკა მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე და ნებისმიერი სიახლის დანერგვას საზოგადოების პრიორიტეტებისა და მოთხოვნილებების სრული გათვალისწინებით ახდენს.
პლასტიკური ქირურგია
„კარაპს მედლაინი“ ერთ-ერთი პირველი კლინიკაა საქართველოში, რომლისთვისაც დაარსების დღიდან მთავარი მიმართულება პლასტიკური ქირურგია და ესთეტიკური რეკონსტრუქციაა. კლინიკაში ურთულეს რეკონსტრუქციულ ოპერაციებს ატარებენ მაღალკვალიფიციური ექიმები, რომელთა მუშაობა პროფესიონალიზმზე, თანამედროვეობასა და შედეგებზეა დაფუძნებული.
პლასტიკური ქირურგია „კარაპს მედლაინში“ შემდეგ სერვისებს მოიცავს:
· რინოპლასტიკა
· მკერდის პლასტიკა
· მამოლოგია
· კოსმეტოლოგია
· ლიპოსაქცია
· ბოტოქსი
· ქუთუთოების პლასტიკა
· სახის გაახალგაზრდავება ენდოსკოპიური ტექნოლოგიის საშუალებით
· რეკონსტრუქციული ქირურგია
· ნაწიბურების ამოკვეთა და კანის ადგილობრივი პლასტიკა
· ყურის ნიჟარის პლასტიკა
· სისხლძარღვთა ქირურგია
· მუცლის წინა კედლის პლასტიკა
· ინტიმური ქირურგია
· ბიოთავსებადი გელი
· კელოიდური ნაწიბურების მკურნალობა
მკერდის პლასტიკა
მკერდის პლასტიკა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაციაა მსოფლიოში. უამრავ ქალბატონს სურს გარეგნობის გაუმჯობესება, მათ შორის მკერდის ზომის ან ფორმის შეცვლა. გარდა ამისა, ასაკის მატებასთან ერთად, ასევე, ფეხმძიმობის შემდეგ, ბევრ ქალბატონს ეცვლება მკერდის ფორმა. „კარაპს მედლაინი“ ქალბატონებს სთავაზობს როგორც მკერდის გადიდებისა და დაპატარავების ოპერაციებს, ასევე, მკერდის აწევის ოპერაციებს. გარდა ამისა, კლინიკაში წარმატებით კეთდება მკერდის რეკონსტრუქციის ოპერაციები იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ჩაუტარდათ მკერდის მოკვეთა (ავთვისებიანი სიმსივნის ან სხვა მიზეზის გამო). აღსანიშნავია, რომ ჩვენს კლინიკაში ჩატარებული მკერდის პლასტიკური ოპერაციიდან სულ რამდენიმე დღეში პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.
კოსმეტოლოგია
გჭირდებათ საუკეთესო კოსმეტოლოგი? კლინიკა „კარაპს მედლაინში“ გამოცდილი ექიმი კოსმეტოლოგები მუშაობენ, რომლებიც ყოველთვის მზად არიან თქვენს დასახმარებლად. ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ჩაგიტარებენ დიაგნოსტიკას და შეგირჩევენ თქვენზე მორგებულ პროცედურებს. ჩვენ გთავაზობთ როგორც ესთეტიკურ, ისე თერაპიულ კოსმეტოლოგიასა და დერმატოლოგიას. „კარაპს მედლაინი“ საუკეთესო ექიმების გუნდთან ერთად, უახლეს, მულტიფუნქციურ აპარატურას გთავაზობთ. ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიის გამოყენებით, მომხმარებელი იღებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას.
მამოლოგია
მამოლოგია საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ სარძევე ჯირკვლების სხვადასხვა დაავადებები და დროულად დავიწყოთ შესაბამისი მკურნალობა. დროული დიაგნოსტიკისა და მაღალკვალიფიციურ მამოლოგთან კონსულტაციის შემთხვევაში, დიდია განკურნების შანსი. დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენისათვის საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული შემოწმება. ახალგაზრდა ქალი, პროფილაქტიკისათვის, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაესინჯოს მამოლოგს, ხოლო 50 წელს ზევით ქალბატონები - წელიწადში 2-ჯერ. „კარაპს მედლაინის“ გამოცდილი ექიმები დაგეხმარებიან როგორც დაავადების პრევენციის კუთხით, ისე მკურნალობის საჭიროების დროს. ჩვენს კლინიკაში თანამედროვე აპარატურის გამოყენებით, შესაძლებელია დაავადების ადრეულ სტადიაში გამოვლენა.
ლიპოსაქცია
ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობა, სხეულის წონის კლებასთან ერთად, შეიძლება შეიცვალოს, თუმცა, სხეულის მოხაზულობა იგივე რჩება. შესაბამისად, ვარჯიშითა და დიეტით შესაძლებელია ცხიმოვანი გროვების სიდიდის შემცირება, მაგრამ არა სხეულის კონტურის შეცვლა. სხეულის ფორმის გაუმჯობესებაში ლიპოსაქცია დაგეხმარებათ. ლიპოსაქციის დროს, ცხიმოვანი გროვების მოშორება ვაკუუმით ხდება. „კარაპს მედლაინში“ წარმატებით ტარდება ლიპოსაქციის ოპერაციები. ჩვენს კლინიკაში ჩატარებული ლიპოსაქციის ოპერაცია იძლევა მყარ შედეგს და არ ტოვებს კანზე ნაწიბურს.
სხვა სერვისები
ზემოთ აღნიშნული მომსახურების გარდა, კლინიკა „კარაპს მედლაინი“ სხვა მნიშვნელოვან სერვისებს გთავაზობთ, მათ შორის: ზოგად ქირურგიას, გინეკოლოგიას, საოფისე გინეკოლოგიას, ტრავმატოლოგიას, ოფთალმოლოგიას, ინ ვიტრო განაყოფიერებას, ამბულატორიულ მომსახურებას, ოსტეოპოროზის მკურნალობას, ლაბორატორიულ კვლევებსა და დიაგნოსტიკას.
მასალის გამოყენების პირობები